Slay – season 1, episode 1 - ბრძოლა თავისუფლებისათვის
საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ: სივრცე სადაც გასული ეპოქის და თანამედროვე სამყაროს ინსტურუმენტები ერთიანად მუშაობს და სწორედ ეს ჭიდილი აჩენს სრულიად ახალ და ყველასათვის შეუცნობად სივრცეს, სადაც ყველას თავისი „ღირსეული“ წვლილის შეტანა და ადგილის დაკავება უნდა.
პატარა ფილოსოფიურ ექსკურსსაც გავაკეთებ, რაც ერთი მხრივ, დაგეხმარებათ არსებული სიტუაციის გააზრებაში და მეორეს მხრივ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ფისოლოფია თანამედროვე სამყაროს ახსნის შესანიშნავი ტექნოლოგიაა. შემდეგ კი უკვე კონკრეტული ამბები, მოსალოდნელი საფრთხეები და მათი თავიდან აცილების უებარი წამალი რეფლექსიაც ვახსენოთ.
ამ ეპიზოდში მინდა ავხსნა ამ სამყაროთა აპირისპირების პარადიგმები, რომელთაც შემდგომ კონკრეტული მოვლენების მსჯელობაში ავსახავ. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ეს ურთიერთწინააღმდეგობა ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მესამე მეოთხე საუკუნეში იწყება და მას ამ ტექსტში მე პლატონისა და პითაგორას ფილოსოფიური ხედვების დაპირისპირებით მოვიხსენიებ. პითაგორასა და პლატონის დაპირისპირების შესახებ პირველად, რამდენიმე წლის წინ, გიგი თევზაძემ ძალიან საინტერესო მსჯელობა შემოგავაზა თავის წიგნში „საბოლოო ფილოსოფია“:
მეოცე საუკუნემდე სამყარო პლატონისეულ ტექსტებში ცხოვრობდა და არავინ იცის ამ პარადიგმის გამარჯვებამ და გავლენამ როგორ მოიპოვა ასეთი სიძლიერე, თუმცა ეს სხვა ისტორიაა და ამ საკითხზე სხვა დროს ვიმსჯელოთ. პლატონის ფილოსოფიის მიხედვით, ინფორმაცია, ცოდნა ადამიანის გარეშე სადღაც არსებობს და ადამიანის უმთავრესი ღირებულება ამ ცოდნისკენ სწრაფვაა. პითაგორა კი ამტკიცებდა, რომ ღირებულია და ალბათ ნამდვილიც ის ცოდნა, რომლის შემოწმება/დანერგვა შესაძლებელია პრაქტიკაში. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, დაპირისპირება ეხება ინფორმაციის, ცოდნის გამოყენებას და ინფორმაციისკენ, ცოდნისკენ სწრაფვას შორის. სხვაგვარად რომ ავხსნათ, პლატონისეულ ტექსტებზე აგებული ყველა სისტემა მიგვითითებს და გვისაზღვრავს რა უნდა ვისწავლოთ და რა არის მიღწევის მიზანი, გვარწმუნებს, რომ არსებობს იდეალური ნივთები და მოვლენები. ესეთი ხედვა კი ტოტალიტარული, ძალადობრივი და უთანასწორო სისტემისათვის საუკეთესო არეალია. ტოტალიტრული სისტემა გეუბნება, რომ თავისუფლება უნდა დაიმსახურო, მიაღწიო, გააცნობიერო. მაგრამ, არებობს მეორე გზაც, პითაგორული, რომელიც გეუბნება, რომ თავისუფლება უნდა გამოსცადო, ნახო როგორია, გემოზე გასინჯო, ექსპერიმენტი ჩაუტარო, ნახო ვარგა თუ არა საერთოდ. სწორედ ეს არის განსვავება ჩვენს (მილენიალებსა და Gen x) და ახალგაზრდებს (Gen Z და Gen Alpha) შორის.
საქართველოს ისტორიაზე ყურადღება რომ არ გავამახვილოთ, შევთანხმდეთ, რომ უკანასკნელი 30 წელია საქართველოს მოსახლეობა თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და თანასწორობისათვის იბრძვის. გეთანხმებით ეს ბრძოლა უფრო მეტ ხანს მოიცავს, თუმცა ამ პირველ სეზონში უკანასკნელი 30 წლის ამონაგებზე სასაუბროდ ეს დათქმაც გვეყოფა.
ადამიანის ქცევები, ღირებულებები და შესაბამისად სააზროვნო სისტემაც დასწავლის მექანიზმით მუშაობს. საინტერესო ისაა, რომ დასწავლაში ჩვენი ხედვები ინფორმაციის ქონასთან ასოცირდება, ჩვენი, ანუ მილენიალების და “Gen X” თაობის. ეს ჩვენი ბრალი არაა, ჩვენ ასე გვასწავლეს და დაგვარწმუნეს. ჩვენ გავიზარდეთ პლატონისეული ფილოსოფიის ხედვით, სადაც არსებობდა ვიღაც ან რაღაც ეფემერული შინაარსი, რომელიც გვისაზღვრავდა რა უნდა გვესწავლა, როგორი ქცევები უნდა გვქონოდა რათა ჩვენი მიზნები, სურვილები, აღიარება და სტატუსი მიგვეღწია. სწორედ ასეთი სწავლების მეთოდებით ვისწავლეთ რომ თავისუფლება ძალიან კარგია და მოგვინდა. ამასობაში ტექნოლოგიური განვითარებაც წამოგვეწია, სოციალური ქსელები, ინტერნეტი, უსაზღვრო და თავისუფალი სივრცე სადაც ყველაფერს იპოვი რაც შეიძლება ადამიანს თავში მოუვიდეს. ძალიან ლამაზად აციმციმებული სიახლე იმდენად მიმზიდველი გახდა, რომ ეს შინაარსი, შესაძლებლობა პირდაპირ ავირჩიეთ, ჩავყლაპეთ, გემო გავისნჯეთ და მოგვეწონა. შეიძლება ითქვას, რომ ეს სანუკვარი მოცემულობა ჩვენი ცხოვრების სალაპარაკო ენადაც ვაქციეთ. თუმცა აქ აღსანიშნავია, რომ არავინ გვასწავლა ეს ჩვენთვის სანუკვარი შინაარსი ჩვენს ყოველდღიურ ქცევებზე, აზრებზე, სურვილების იდენტიფიცირებაზე მოქმედებს და ამის ფლობისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კარი თვითრეფლექსიაა. ამიტომ ჩავთვალეთ რომ ვიცით და დავიწყეთ ამ ცოდნით ცხოვრება. ანუ შეიძლება ითქვას, პითაგორასეული ხედვა მივიღეთ და პლატონისეულ ხედვასთან მისი სინთეზი მოვახდინეთ. დიახ უმსჯელობა გამოდის, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ და ძალიან წარმატებითაც. ჩვენი სალაპარაკო მეორე ენა, თავისუფლების ენა იმდენად მნიშვნელოვანი გავხადეთ, რომ ჩვენი შვილებისათვის და/ან მომდევნო თაობისათვის რომელთანაც აღმზრდელობითი და გამცოდილების გაზიარების საკითხებით ვიყავით დაკავებულები, ჩვენი დასწავლილი ენა მშობლიურ ენად ვუქციეთ. ჩვენი შვილებისათვის თავისუფლების ენა არა მხოლოდ მშობლიური აღმოჩნდა, არამედ, ამ ენის განვითარებასა თუ ქმნადობაში თავიანთი წვილი ბუნებრივად შეიტანეს, აი ზუსტად ისე პატარებს სიტყვებს რომ ვასწავლით და მერე ეს პატარები ამ სიტყვებისაგან თავიანთ წინადადებებს აგებენ.
ამ დღეებში საქართველოს მთავრობამ, ტოტალიტარულმა რეჟიმმა, რომელიც სწორედ ჩვენი თაობის „მონაპოვარია’, ჩვენი არჩეულია (მერე რა რომ მე არასოდეს მიმიცია ხმა, ჩემმა და ჩემი მშობლების თაობის უმრავლესობამ ხო აირჩია), გადაწყვიტა ჩვენი კარგად ნასწავლი „უცხო ენა“ აეკრძალა, აი ასე როგორც პლატონისეული შინააარსითვისაა დამახასიათებელი, განგვისაზღვრა რომ ეს ენა ჩვენთვის მავნეა. ამის განხორციელების გზაც იპოვა და დაკანონება დაწყო. ამ მმართველობითი სისტემისათვის ყურადღების მიღმა დარჩა საზოგადოების წევრები „ჩვენი ბავშვები“, რომელებიც მხოლოდ თავისუფლების ენაზე საუბრობენ. მიღმა დარჩა, თუ თავისი მსოფლმხედველობის ხედვის მსხვეპლი გახდა, მნიშვნელოვანი არაა, ალგორითმი - „უმაღლესმა გონებამ“ ყველაფერი იცის და ცოდნა ისაა, ან „პატარა ბავშვებმა“ არ იციან თვითონ რა უნდა და მშობლებმა ან ზრდასრულებმა უნდა განსაზღვრონ ის - ამუშავდა. ამ ალგორითმის მოქმედების ქმედუნარიანობაზე მიუთითებდა ის, რომ ჩვენს სამყაროში მშობლები თავიანთ დამსახურებად მიიჩნევენ „ბავშვის“ მიღწევებს - „ჩვენ ჩავაბარეთ უნივესიტეტში...“ „ჩვენ დავდივართ ბალეტზე“... მოკლედ რეჟიმმა, როგორც მზურველმა მშობლემა, გადაწყვიტა რა უნდათ შვილებს ბედნიერებისათვის.
ამ პარადიგმების განსხვავებულობამ ხელი შეუწყო წინააღმდეგობის ძალის წარმოქმას და დაიწყო ომი თავისუფლებისათვის. ბრძოლის ერთი მხარეზე თავისუფლების დამცველები დადგნენ, სადაც ორი ბატალიონი იბრძოდა - ნასწავლი და მხოლოდ ინტრუქციის ან დანიშნულების მეგზურის ინსტუმენტებით აღჭურვილი, რომელთა დედა პლატა მორჩილების ალგორითმით არის დაპროგრამებული, ხოლო მეორე ბატალიონი ბრძოლაში თავის ბუმებრივ არსებობას იცავდა, მას არ ესაჭიროებოდა რაღაც ფორმულები იმისათვის რათა საკუთარი პირადი ხაზები, საკუთარი არსებობა დაეცვა. მეორე მხარეს ძალაუფლების მოყვარული და ტოტალიტარული სისტემა იდგა. სწორედ ამიტომ ამ ბრძოლამ განსაკუთრებული ხასიათი შეიძინა, სადაც მოუხეშავი, მოძველებული ინსტუმენტები საოცარი, ბუნებრივი პლასტიკის წინააღმდეგ ილაშრებდა, რომელიც უზარმაზარ ბარიკადებში ახალ სინერგიას ამ ბარიკადებს შორის დარჩენილი სინათლის სხივებში პოულობდა და აქ მოძრაობით მას არყევდა, უმოქმედოს ხდიდა. აქამდე არსებული პლატონისეული ფილოსოფიის შინაარსებს პითაგორასეული, ემპირიული ძალა დაუპირისპირდა და სწორედ ამიტომ შესაძლებელია ვთქვათ, რომ ომის განაცხადი სწორედ ახლა, ამ დროს გაკეთდა.
თავისუფლებისათვის ომის პირველმა ბრძოლამ 3 დღე გასტანა. ამ ბრძოლაში სხვადასხვა ასაკობრივი რაზმები მონაწილეობდნენ. თუმცა რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, გამოცდილი, ნასწავლი, როგორც ჩვენს საზოგადოებაში უწოდებენ “შემდგარი” ზრდასრულების რაზმები ვერაფერს გახდნენ. არადა სწორედ მათი არსებობის მნიშვნელოვან განაცხადს მსგავსი ბრძოლებისათვის სხვადასხვა ხელსაწყოებისა და ტაქტიკური სტრატეგიების შექმნა წარმოადგენდა. მეორე რაზმი თავისუფლებაში თვითანაბადი ახალგაზრდებისაგან შედგებოდა, არავითარ განსაკუთრებულ ძალაუფლებასა თუ გამოცდილებას არ ფლობდა. ყველა ამ რაზმს მხოლოდ რაოდენობრივად აღიქვამდა. თუმცა სწორედ ამ თვითანაბადმა არსებებმა, მარტომ, დამოუკიდებლად შეძლეს ყველანაირი წინააღმდეგობის გადალახვა და თავისუფლების ბრძოლაში გამარჯვებაც მოიპოვეს. ამ რაზმის მთავარი იარაღი ბუნებრივი თავისუფლების, პლასტიკის და სილაღის სინერგია იყო.
პირველი ბრძოლა მოგებულია, თუმცა ომის მოსაგებად კიდევ ბევრი ბრძოლა წინ არის. პარადოქსული და გასაოცარი ის არის, რომ ამ გამარჯვებამ გაოგნება არა მარტო ტოტალიტარული რეჟიმისათვის გამოიწვია, არამედ ნასწავლი თავისუფლების თაობისათვისაც. ყველა მხარემ გადაწყვიტა ეს გამარჯვების საფარველი თავისკენ გადაექაჩა. თუმცა აქაც განათლებული კლასტერი ყველაზე ოსტატურად მოქმედებდა. ამ კლასტერისათვის საკუთარი არსებობის გამართლებისათვის გადამწყვეტი მიზანი ბუნებრივი თავისუფლების სინერგიის ხელში ჩაგდება აღმოჩნდა. დაიწყო ამ მიზნის გარემოს ოსტატური შექმნა - ყველამ აღიარა ახალი თაობის არსებობა, მნიშვნელობა, დაივიწყა როგორ არარაობებად და უპასუხისმგებლობებად და უინტერესოებად მოიაზრებდნენ. იმედი ჰქონდათ, რომ დიდი ოვაციები და ზარზეიმი ამ მიზნის შესრულებას ხელს შეუწყობდა. საწყენიც არ არის: ეს ის თაობაა რომელსაც რეფლექსია, საკუთარი თავის მნიშვნელობა და უამრავი კიდე მსგავსი საკითხი გააზრებული არ აქვს, მხოლოდ მასის, ტომის გამარჯვებით ტკბობა შეუძლია და იცი, რომ ასეთ დროს ტომის ბელადობა ყველაზე მნიშვნელოვანია.
ცნობიერად თუ არაცნობიერად, ტაშისა თუ გამარჯვების მარშის თანხლებით დაიწყო ახალი თაობის არასრულფასოვნებაზე ლაპარაკი, მიმართვები „ბავშვებო“, „პატარებო”, ანუ ბავშვი ხომ აღსაზრდელია, ჯერ არ არის სრულფასოვანი, ჩამოყალიბებული და მას მშობელი სჭირდება, „პატარას“ ან „ბავშვის“ სტატუსის მინიჭებით კი საკუთარ თავს როგორც მშობელს, აღმზრდელს ისე სთავაზობს. პროტესტის დროს როგორ დააზიანეს რაღაც ნივთებიო - მოსთქვამს ერის ნაწილი, უზრდელებიო - უფროსებს არ უჯერებენო და ა.შ.
ტოტალიტარული რეჟიმიც თავის მხირვ შეეცადა „ბავშვების“ კანფეტებით მოსყიდვას, მანაც არ იცის სხვანაირად როგორ ესაუბროს სხვას, მთავარ კანფეტად ჯარისაგან გათავისუფლება აღუთქვა “Gen Z”-ს. მოკლედ მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლებისათვის ომი გამოცხადდა და პირველი ბრძოლა მოგებულია. აქვე აღმოჩნდა, რომ რეჟიმთან ბრძოლის გარდა საჭიროა ახალი ასპარეზის გახსნაც - იმ თაობების წარმომადგენლებისათვის, რომელთაც თავისუფლება ნასწავლი აქვთ, პარტნიორული ურთიერთობა და თანასწორობის გავითარებაა საჭირო. სხვა შემთხვევაში გამარჯვების სინერგია დილის ცვარივით შეიძლება გაქრეს.
საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებული ხედვებიც კი ერთმანეთს ეჯახებიან და თითოეული თაობის მენტალური მოდელები თუ კომპლექსების სხვადასხვა ობობის ქსელებს ქმნიან. მხოლოდ ამ წინააღმდგეგობების გადალახვით არის შესაძლებელი ყველას სურვილის ასრულების თანასწორი შესაძლებლობების კარის გაღება.
ეს ეპიზოდი სწორედ აქ სრულდება, დიდი ოვაციებითა და ზარზეიმით, თუმცა საკითხვია რამდენად გააზრებულია და ცნობილია თავისუფლების მიღწევის მიზანი, რა ამოცანების შესრულებას მოითხოვს. სწორედ ამ თემეზე იქნება აგებული ამ საინტერესო სერიალის მეორე ეპიზოდი. გახსოვდეთ, “თავისუფლება ლომთა ხვედრია”!
Comments