top of page
Writer's pictureNini Chachia

ასერტულობა როგორც ჰარნომიის და წარმატების მიღწევის მთავარი უნარი




თანამდეროვე სამყაროში წარმატებული და ბედნიერი ცხოვრებისათვის პიროვნული უნარების მნიშვნელოვაზე უკვე აღარავინ დაობს. დღეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უნარზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება, რომელიც სამწუხაროდ არც თუ ისე პოპულარულია. არადა სწორედ ეს უნარი შეიძლება მივიჩნიოთ ბედნიერი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ ვექტორად.


მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია გარშემომყოფებისგან სამართლიანი, თანაწორი მოპყრობის მიღება და ჯანსაღი ურთიერთობების შენარჩუნება. ამისთვის კი, აუცილებელია თამამად, გახსნილად, ეფექტურად და ეკოლოგიურად (ტაქტიანად) შევძლოთ ჩვენი მოთხოვნების დაფიქსირება, გრძნობებისა და ხედვების გამოხატვა. სწორედ ამ შესაძლებლობებს გაძლევს ასერტულობა.


ასერტულობა არის კომუნიკაციის სტილი, რომლის დროსაც ადამიანები პირდაპირ, თავდაჯერებულად და მტკიცედ გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს, აზრებს, სურვილებსა და საჭიროებებს და ამავე დროს, პატივს სცემენ სხვის აზრს.


ასერტულ ადამიანს შეუძლია დანაშაულის განცდის გარეშე თქვას „არა”. ასეთ ადამიანს შესწევს უნარი, წარმართოს დიალოგი, მიიღოს კრიტიკა და დაიცვას საკუთარი პოზიცია. იგი პასუხისმგებელია საკუთარ ქცევაზე, პატივს სცემს საკუთარ თავსაც და სხვასაც, პოზიტიურია, აქვს მოსმენის, გაგების უნარი და ცდილობს, მიაღწიოს მიზანს სხვისი დაჩაგვრის ან სურვილების უგულებელყოფის გარეშე ანუ იყენებს ქცევის მოდელს - win win.


ასერტულ ადამიანს მკაფიოდ დაწესებული საზღვრები აქვს ურთიერთობაში. მას შეუძლია პირადი საზღვრების დაცვა, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და თავის დაცვა სხვების განსჯის თუ კრიტიკის გარეშე.


შეიძლება ითქვას, რომ მაღალი ასერტულობის მქონე ადამიანებს, ნაკლებად აწუხებთ შფოთვის გამომწვევი აზრები და ეფექტურად რეაგირებენ კრიტიკაზეც.


ასერტული ქცევის ბენეფიტები:


· გვეხმარება საკუთარი პირადი საზღვრების, საჭიროებების, სურვილების და ხედვების დაცვაში;

· გვიცავს სტრესისა და შფოთვისაგან;

· ხელს უწყობს საკუთარი თავის რწმენის გამყარებას;

· სხვის თვალში გვხდის სანდოს;

· ხელს უწყობს ჯანსაღი და ეფექტური ურთიერთობების ჩამოყალიბებას;




ახალა კი ტესტიც გააკეთეთ რათა დაადგინოთ თქვენი ასერტულობის მაჩვენებელი


ქვემოთ მოცემულ დებულებებზე მონიშნეთ რომელს ეთანხმები და რომელს არა


1. სხვისი შეცდომები მაღიზიანებს.

2. შემიძლია, მეგობარს ვალის დაბრუნება მოვთხოვო.

3. ზოგჯერ ვიტყუები.

4. შემიძლია საკუთარ თავზე ზრუნვა.

5. ყოფილა შემთხვევა, უბილეთოდ მიმგზავრია.

6. შეჯიბრება თანამშრომლობაზე უკეთესი მგონია.

7. ხშირად ვიტანჯები უმნიშვნელო მიზეზის გამო.

8. საკმაოდ დამოუკიდებელი ვარ.

9. ყველა მიყვარს, ვისაც კი ვიცნობ.

10. საკუთარი თავის მჯერა. მეყოფა ძალა, სირთულეებს თავი გავართვა.

11. ვერაფერს გავაწყობ, მუდამ მზად უნდა ვიყო საკუთარი ინტერესების დასაცავად.

12. უხამს ხუმრობებზე არ მეცინება.

13. ვაღიარებ ავტორიტეტებს და პატივს ვცემ მათ

14. არავის მივცემ უფლებას, ბოლო მომიღოს.

15. მხარს ვუჭერ ყოველგვარ სასიკეთო წამოწყებას.

16. არასოდეს ვიტყუები.

17. პრაქტიკული ადამიანი ვარ.

18. შესაძლო მარცხის წარმოდგენაც კი მთრგუნავს.

19. ვეთანხმები გამოთქმას: „ისე ვერავინ დაგეხმარება, როგორც საკუთარი თავი”.

20. მეგობრები დიდ გავლენას ახდენენ ჩემზე.

21. ყოველთვის მართალი ვარ, თუნდაც სხვები ასე არ ფიქრობდნენ.

22. ვეთანხმები იდეას, რომ მნიშვნელოვანია მონაწილეობა და არა გამარჯვება.

23. მოქმედების დაწყებამდე კარგად გავიაზრებ, როგორ მიიღებენ ამას სხვები.

24. არავისი მშურს.




შედეგების დამუშავება

ცალ-ცალკე დაითვალეთ, რამდენი „+” მოაგროვეთ სამ სხვადასხვა პოზიციაში:


პოზიცია „ა”: NN1, 6, 7, 11, 13, 18, 20, 23.

პოზიცია „ბ”: NN2, 4, 8, 10, 14, 17, 19, 22.

პოზიცია „გ”: NN3, 5, 9, 12, 15, 16, 21, 24.


თუ ყველაზე მეტი „+” მოაგროვეთ „ა”პოზიციაში: წარმოდგენა გაქვთ ასერტულობაზე, მაგრამ არ იყენებთ მას პირად ცხოვრებაში. ხშირად ხართ უკმაყოფილო საკუთარი თავით და გარშემო მყოფებით.


თუ ყველაზე მეტი „+” მოაგროვეთ „ბ”პოზიციაში: სწორ გზას ადგახართ და შეძლებთ, კარგად დაეუფლოთ ასერტულ ქცევას. შეიძლება ითქვას, ასეც იქცევით, მაგრამ ზოგჯერ თქვენი ქცევა უფრო აგრესიულია, ვიდრე ასერტული. ნუ შეშინდებით, ყველას რაღაც გვეშლება.


თუ ყველაზე მეტი „+” მოაგროვეთ „გ” პოზიციაში: ნათელი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე, შეგიძლიათ, რეალისტურად შეაფასოთ საკუთარი ქცევა. დიდი შანსი გაქვთ, სრულყოფილად დაეუფლოთ ასერტულ ქცევას.


თუ ყველაზე ნაკლები „+” მოაგროვეთ „ა” პოზიციაში: ის, რომ ცხოვრებაში ვერ იყენებთ ყველა შანსს, სულაც არ არის ტრაგედია. მნიშვნელოვანია, ისწავლოთ საკუთარ თავთან თანხმობით ცხოვრება და ისიც, რა უნდა აკეთოთ.


თუ ყველაზე ნაკლები „+” მოაგროვეთ „ბ” პოზიციაში: ასერტულობის სწავლა შესაძლებელია. როგორც იტყვიან, ვარჯიშით ყველაფრის მიღწევა შეიძლება.


თუ ყველაზე ნაკლები „+” მოაგროვეთ „გ” პოზიციაში: ეს კი უკვე პრობლემაა. თქვენ ზედმეტად მაღალი თვითშეფასება გაქვთ და არც ისე გულწრფელი ხართ. საქმე იმდენად თავის მოტყუებას არ ეხება, რამდენადაც იმას, რომ თავი ამქვეყნად საუკეთესო გგონიათ. უნდა დაფიქრდეთ.


ასერულობის განვითარება შესაძლებელია ნებისმიერ დრო, ამისათვის მნიშვნელოვანია გაიაზროთ თქვენი სურვილეი, მოთხოვნილებები და ისწავლოთ მათი გამოხატვა პოზიტიურად/ეფექტურად. ასევე ასერტულობის განვითარებაში დაგეხმარებათ თუ ისწავლით „არას’ თქმას. შეგასხენებთ, რომ ნებისმიერი უნარის განვითარებისათვის საჭიროა ამ უნარზე სისტემური, ყოველდიური მუშაობა 21 დღიდან - 90 დღემე. ამ დროის გასვლის შედეგ კი თქვენთვის სასურველი უნარი უკვე ავტომატიზმად იქნევა.


იმედია ეს ბლოგი თქვენთვის ეფექტური და სასარგებლო აღმოჩნდება.



თუ თვლით რომ გესაჭიროებათ ინდივიდუალური გეგმა ასერტულობის განვითარებისათვის და/ან გირჩევნით პროფესიონალთან ერთად იმუშაოთ ამ მნიშვნელოვანი უნარის თქვენს ცხოვრებაში ეფექტურად გამოყენებისათვის, ნუ გადადებთ ამ თემას. მიმართეთ ფსიქოლოგს.



ჩემთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დამიკავშირდით:

+995 595 75 11 22. ვმუშაობ პირისპირ და ონალინ თქვენზე მორგებული გრაფიკით.

ვიზიტის ღირებულება - 100 ლარი


-----------------------------

ბევრ სხვა საინტერესო თემაზე სასაუბროდ შემომიერთდით ჯგუფში "თვითგანვითარების მეგზური":

https://www.facebook.com/groups/selfdevelopmentguide

გამომყევით სოციალურ ქსელებში და მოიწონეთ ჩემი გვერდები:

https://www.instagram.com/nini_chachia/

https://www.tiktok.com/@nini.chachia

https://www.linkedin.com/in/ninichachia/

Kommentarer


  • Instagram
  • Linkedin
  • TikTok
  • Youtube
  • Facebook

დამიმეგობრდი სოც ქსელებში

bottom of page