ემიგრაციის პროცესს თან ახლავს მრავალი სირთულე, რომელთა შორის აღსანიშნავია უცხო ქვეყნის კულტურულ გარემოსთან ადაპტაციის პროცესი ანუ ემიგრაციასთან დაკავშირებული სტრესი. აღნიშნული სტრესი წარმოადგენს ფსიქიკურ დაძაბულობას, რომელიც წარმოიშვება ახალ კულტურასთან ადაპტაციის დროს და თან ახლავს ნეგატიური განცდების მთელი კომპლექსი. ამ სახის სტრესი შეიძლება რამდენინე მიმართლებას მოიცავდეს:
1. ფსიქოლოგიური სტრესი - მარტოობის განცდა, სასწორაკვეთა, უიმედობა, დეპრესიული განწყობები;
2. ეკონომიკური სტრესი - შესაფერისი სამუშაოს, საცხოვრებელი და შემოსავლების ძიების სირთულე;
3. სოციალური სტრესი - სოციალური სტატუსის ცვლილება, სოციალური კონტაქტების სიმწირე, ახალ გარემოში ფასეულობათა სისტემებთან განსხავება;
მიგრაციის დროს ადამიანში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებები ხშირად იწვევს თვითშეფასების რყევას, შიშებს, შფოთვას და ხშირად ამცირებს საკუთარი თავის რწმენას. ეს ყოველივე კი იწვევს ფსიქიკურ ან ფსიქოსომატურ დაავადებებს, კომუნიკაციის პრობლემებს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, სამუშაო ადგილზე და ა.შ.;
ემიგრანტებს ხშირად ემოციური გადაწვა და/ან გადადებული ცხოვრების სიმდრომიც ახასიათებთ. ჩემს მიერ მოყვანილი ყველა ეს მახასიათებელი კი აისახება როგორც ემიგრანტის ცხოვრების ხარისხზე, ასევე ემოგრაციის მიზნების მიღწევაზე.
ფსიქოთერაპია ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს ეხმარება სტრესის დაძლევაში, ახალ კულტურასთან ადაპტაციაში და რაც მთავარია გარემო პირობების გათვალისწინებით მაქსიმალურად ჰარმონიული ცხოვრების შექმნაში. ეს ყოველივე კი აისახება, ემიგრანტის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის კეთილდღეობაზე, ასევე დასახული მიზნების მაქსიმალურად ეფექტურად მიღწევაზე.
პრობლემის იგნორირება ან გადადება მეტად ართულებს ცხოვრებას.
გახსოვდეთ ჩვენ ვქმნით ჩვენი ცხოვრების მაქსიმალურად ეფექტურ და ჰარმონიულ გარემოს. არ არსებობს მოუგვარებელი პრობლემა. მთავარია ახალი ხედვის რაკურსის პოვნა.
ხოლო სანამ ფსიქოთერაპიას მიმართავთ, დაიწყეთ ქვემოთ მოყვანილი ტექნიკების გამოიყენება:
1. აფირმაციები - აფირმაციები დაგეხმარებათ საკუთარი თავის რწმენის გამყარებაში;
2. ვიზუალიზაციის ტექნიკები - ვიზუალიზაციის ტექნიკები ეფექტურად მუშაობს მიზნების მიღწევაზე, თვითშეფასების ამაღლებაზე და რაც მთავარია სამოქმედო გეგმების ეფექტურად გაწერაზე;
3. ყოველ დღე სულ მცირედით მაინც ასიამოვნეთ საკუთარი თავი - ეს დაგეხმარებათ პოზიტიური განწყობის სტიმულირებაში;
4. გამოხატეთ მადლირება საკუთარი თავის მიმართ - ძილის წინ ჩამოთვალეთ ყველა ის აქტივობა რაც განახორციელეთ და მადლობა გადაუხადეთ საკუთარ თავს.
იმედია ეს ტექნიკები დაგეხმარებათ თქვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
ჩემთან ფსიქოთერაპიაზე ან ფსიქოკონსულტაციაზე ჩასაწერად დამიკავშირდით.
ვმუშაობ თქვენზე მორგებული გრაფიკით, ონლაინ WhatsApp ან ნებისმიერი თქვენთვის სასურველი პლატფორმით.
არ გადადოთ „ხვალენდარში“ თქვენი ჰარმონიული ცხოვრება, დაიწყეთ ტექნიკების გამოყენება, მიმართეთ ფსიქოლოგს და სულ მალე თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება.
ნინი ჭაჭია - ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი, სერიტიფირებული ქოუჩი, კრიტიკული აზროვნების სკოლის დამფუძნებელი.
ჩემთან ვიზიტის დასანიშნათ დამიკავშირდით: +995 595 75 11 22 ვიზიტის ღირებულება - 100 ლარი.
ბევრ სხვა საინტერესო თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდით ჯგუფში "თვითგანვითარების მეგზური":
გამომყევით სოციალურ ქსელებში და მოიწონეთ ჩემი გვერდები: https://www.instagram.com/nini_chachia/
Comments