ფსიქიკური აშლილობები მსოფლიოში ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევი წამყვანი მიზეზია. 2019 წელს მენტალური პრობლემები 8-იდან ერთ ადამიანს აწუხებდა. ამასთანავე, ახალი კვლევებით იკვეთება, რომ შუახნის ასაკში ადამიანთა დაახლოებით 20% შედარებით მწვავე ფსიქოლოგიურ დისტრესს განიცდის.
სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მკვლევრები მიიჩნევენ, რომ დეპრესიისა და სხვა გავრცელებული ფსიქიკური პრობლემების მკურნალობისას ერთ-ერთი უპირატესობა ვარჯიშს უნდა მიენიჭოს.
კვლევები აჩვენებს, რომ რეგულარულ ვარჯიშს ბევრი პრობლემის შემსუბუქება შეუძლია, მათ შორის პანიკური აშლილობის, ძილის აშლილობის, ქცევითი აშლილობის, თუ დეპრესიის ეპიზოდების. რეგულარულ ვარჯიშში იგულისხმება ფიზიკური აქტივობა, რომელიც კვირაში ჯამში, დაახლოებით 2.5 საათს, ან მეტს შეადგენს.
კვლევებით დადგინდა, რომ ფსიქიკური პრობლემები ყველაზე ნაკლებად იმ ადამიანებში დაფიქსირდა, ვინც რეგულარულად გუნდურ სპორტს თამაშობს, ან ჯგუფთან ერთად ვარჯიშობს. თუმცა, ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში განსხვავება სპორტის, თუ ვარჯიშის ტიპის სახეობებს შორის ძალიან დიდი არ არის. აშკარაა, რომ ვარჯიში დადებითად მოქმედებს ფსიქიკური დაავადებების ერთ-ერთ ან რამდენიმე ასპექტზე, რომელთა შორის ასახელებენ ბიოლოგიურ, კოგნიტურ და სოციალურ ასპექტს.
ბოლო პერიოდის კვლევების თანახმად ვარჯიშის ჩართვა ფსიქიკური დაავადებების მკურნალობის დროს - დეპრესიის, შფოთვისა და ფსიქოლოგიური დისტრესის სიმპტომების არსებობისას, სტანდარტულ მკურნალობაზე (ფსიქოთერაპიას+ მედიკამენტური მკურნალობა) 1.5-ჯერ ეფექტიანად მოქმედებს. ასევე დადგინდა, რომ სხვადასხვა ტიპის აქტივობა პაციენტებს სხვადასხვანაირად ეხმარებოდა. მაგალითისთვის, იოგა და გონება-სხეულის სხვა ვარჯიშები ყველაზე უკეთ შფოთვას ამცირებდა, ძალისმიერი ვარჯიში კი დეპრესიას შველოდა ყველაზე ეფექტიანად.
რამდენიმე კვლევა ადასტურებს, რომ რეგულარულ ვარჯიშს გავლენის მოხდენა ალცჰაიმერის დაავადების პრევენციაზეც შეუძლია. ამ შემთხვევაშიც საუბარია კვირაში მინიმუმ 2.5 საათიან ფიზიკურ აქტივობაზე.
ვარჯიში ზრდის ადამიანის სხეულში ენდორფინების დონეს. ეს ქიმიური ნაერთები ამცირებს ტკივილს, ხელს უწყობს კეთილდღეობის შეგრძნების ჩამოყალიბებას, აუმჯობესებს განწყობას, ხელს უწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ვარჯიში ეხმარება ადამიანს გახდეს თვითდაჯერებული ჯანმრთელობის, სხეულის გაუმჯობესების გამო.
სწრაფი სიარული და სიმძიმეებით ვარჯიში აძლიერებს ძვლებს და ხელს უწყობს ოსტეოპოროზის პრევენციას, აუმჯობესებს ფუნქციურ შესაძლებლობებს, ამცირებს ტკივილს ოსტეოართრიტის დროს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ოსტეოპოროზის დროს სახსრების მეტისმეტი დატვირთვა (ხტუნვა, სირბილი) დაუშვებელია.
რეგულარული ვარჯიში აძლიერებს გულს და აჯანსაღებს ფილტვებს; გულ-სისხლძარღვთა სისტემა უკეთ ამარაგებს ჟანგბადით სხეულს გულის ყოველი შეკუმშვისას, ჟანგბადის მიწოდება იზრდება ფილტვების გზით. ვარჯიში ამცირებს სისხლის წნევას, აგრთვე, გარკვეულწილად, საერთო და დაბალი სიმკვრივის (დსლ) ლიპოპროტეინის ქოლესტეროლის (ცუდი ქოლესტეროლი) დონეს, ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (მსლ) ქოლესტეროლის (კარგი ქოლესტეროლი) დონეს. ეს სასარგებლო ეფექტები, თავის მხრივ, ამცირებს გულისა და კორონალური არტერიების დაავადების, ინსულტის რისკს. გარდა ამისა, მხხვილი ნაწლავის სიმსივნე და დიაბეტის ზოგიერთი ფორმა იშვიათად გვხვდება იმ პირებს შორის, რომელნიც რეგულარულად ვარჯიშობენ.
საერთო ჯამში ვარჯიშის სარგებელი შესაძლებელია დავყოთ ორ კატეგორიად:
1. მოკლევადიან პერიოდში ვარჯიში ხელს უწყობს მადის კონტროლს, განწყობის ამაღლებას და ძილის გაუმჯობესებას.
2. გრძელვადიან პერსპექტივაში ის ამცირებს გულის დაავადების, ინსულტის, დიაბეტის, დემენციის და დეპრესიის რისკს.
თუ გაწუხებთ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები და გსურთ სწრაფად და ეფექტურად მიიღოთ შედეგი. ჩაეწერეთ ჩემთან კონსულტაციაზე და დავიწყოთ მულტიდისციპლინური მიდგომით თქვენი ჰარმონიული ცხოვრების კონსტრუირება. მულტიდისციპლინური მიდგომის დროს გარდა ფსიქოთერაპიული მუშაობისა, შეგირჩევთ კვების სწორ რაციონს, ვარჯიშების სისტემას, გეყოლებათ პერსონალური ტრენერი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს თქვენს ვარჯიშებს, რაც ხელს შეუწყობს თქვენი ჯანრთელი, ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების კონსტრუირებას.
კონსულტაციაზე ჩასაწერად, დამიკავშირდით: 595751122
ხოლო თუ ჯერ კიდე ვერ გადაგიწყვეტიათ სპეციალისტთან მისვლა, შესაძლოა თვითგანვითარების სახელმძღვანელო - „მოგზაურობა თვითრეფლექსიის საოცრებათა ქვეყანაში“ თქვენი ცხოვრების ტრანსფორმაციის პირველი ნაბიჯებისათვის გამოგადგეთ და გადაწყვეტილების მიღებაშიც დაგეხმაროთ.
სახელმძღვანელო 2 ნაწილისაგან, 2 წიგნისაგან შედგება:
I ნაწილი - „თვითრეფლექსიის მეგზური“;
II ნაწილი - სამუშაო რვეული - თვითრეფლექსიის ა(მ)ბები“;
19 ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარებისათვის;
2 ტესტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაადგინოთ პიროვნული საზღვრებისა და ასერტული ქცევის მაჩვენებელი;
14 წერილი სადაც განხილულია ბედნიერი, წარმატებული და ჰარმონიული ცხოვრების კონსტუირებისათვის გასათვალისწინებელი საკითხები და მეთოდები;
მისი შეძენა ონლაინ ახლავე შეგიძლიათ. წიგნი გამოგეგზავნებათ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე. შესაკვეთათ მომწერეთ სოციალურ ქსელებში ან დამიკავშირდით: 595751122
Comments