top of page
Writer's pictureNini Chachia

თვით-ქოუჩინგი



სამყაროში ერთადერთი, რისი შეცვლაც შეგვიძლია, ეს არის საკუთარი თავი

და აქ არის ჩვენი ერთადერთი შანსი, შევცვალოთ სამყარო - შერი


ქოუჩინგის მთავარი იდეა ისაა, რომ მუშაობის შედეგად ადამიანი სწავლობს საკუთარი პრობლემების/ამოცანების გადაჭრას, გამოწვევების იდენტიფიცირებას და საკუთარ თავში ყველა საჭირო რესურსის პოვნას. პროფესიონალი ქოუჩი არა მხოლოდ ეხმარება კლიენტს გამოსავლის პოვნაში და პრობლემის გადაჭრაში, არამედ ასწავლის როგორ მოაგვაროს, გაუმკლავდეს მსგავს და უფრო რთულ პრობლემებს დამოუკიდებლად. ანუ კლიენტი ქოუჩთან მუშაობის პროცესში იძენს თვით-ქოუჩინგის უნარს.


რა არის თვით-ქოუჩინგი?


თვით-ქოუჩინგი არის უნარების, ინსტრუმენტებისა და მეთოდების ეფექტური ნაკრები საკუთარ თავზე, ამოცანებზე, მიზნებზე და მომავალზე სამუშაოდ.


ცვლის თუ არა თვით-ქოუჩინგი პროფესიონალ ქოუჩთან მუშაობას? არა.

ცვლის თუ არა ქოუჩინგი თვით-ქოუჩინგს? არა.


ქოუჩინგი და თვით-ქოუჩინგი მშვენივრად ავსებენ ერთმანეთს. პროფესიონალი ქოუჩის დახმარებით კლიენტი სწრაფად და ეფექტურად მოძრაობს თავისი მიზნებისკენ. თვით-ქოუჩინგის უნარი კიდევ უფრო აფართოებს, აძლიერებს ადამიანის შესაძლებლობებს.

გამოიყენეთ თვით-ქოუჩინგი თქვენი პოტენციალის გასახსნელად და სასურველი მომავლის შესაქმნელად!


თვით-ქოუჩინგის წინაპირობები (აქსიომები);

· ყველა ადამიანი არის OK;

· მე ვქმნი ჩემს რეალობას;

· ჩემი აწმყო წარსულში ჩემი გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების შედეგია. მომავალი დღევანდელი გადაწყვეტილებების და ქმედებების შედეგია;

· მე მაქვს ყველა რესურსი სასურველი მიზნის მისაღწევად;

· არ არსებობს წარუმატებლობა, არსებობს გამოცდილება და უკუკავშირი;

· მე ვიღებ იმას, რისიც მჯერა;

· სწორი შეკითხვების დასმა იწვევს მნიშვნელოვან პასუხებს;


თვით-ქოუჩნგის კომპონენტები:


· პასუხისმგებლობა თქვენი ცხოვრების ხარისხზე, თქვენს გადაწყვეტილებებზე, თქვენს შედეგებზე, თქვენს მდგომარეობაზე, თქვენს ქმედებებზე;


· გაცნობიერება - გაცნობიერება. თქვენი მიზნების, ემოციების, აზრების, ფსიქოლოგიური მოთხოვნილებების, ქცევის მოდელების გაცნობიერება. მხოლოდ გათვითცნობიერებული ადამიანი შეძლებს საკუთარი ცხოვრების წვრთნას და მართვას. ჩვენ ვმართავთ მხოლოდ იმას, რაც ვიცით, გვესმის;


· მიზნები - თვით-ქოუჩინგი, ისევე როგორც ქოუჩინგი, მუშაობს მიზნებთან. თუ ჩვენ არ გვაქვს მიზნები, მაშინ ცხოვრების უბრალოდ ვიკმაყოფილებთ ჩვენს იმწუთიერ მოთხოვნილებებს.


· შეკითხვები - საკუთარი თავისთვის კითხვების დასმის და მათზე პასუხების პოვნის უნარი. სწორად დასმული და დროული შეკითხვა უკვე 50%-ით გვაახლოებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პოვნასთან.


· ქოუჩინგის ინსტრუმენტებისა და ტექნიკის ცოდნა.


ჩვენ შეგვიძლია ამოვიცნოთ, გავაცნობიეროთ ჩვენი:


· ემოციები;

· საჭიროებები;

· ღირებულებები;

· მიზნები;

· წარმატების სტრატეგიები;

· შეგრძნობები სხეულში;

· ფიქრები;

· მოქმედებები, ქცევითი მოდელები;

· რეაქციები, დამოკიდებულებები სხვადასხვა შინაარსისა თუ მოცემულობის მიმართ;

· ზოგადად ჩვენი ცხოვრება;


თუ გსურთ ცვლილებებს სწრაფად და ეფექტურად მიაღწიოთ, არ გადადოთ ეს მნიშვნელოვანი საკითხი „ხვალენდარში“ დამიკავშირდით და ჩავნიშნოთ ქოუჩინგ სესია. +559 595 75 11 22


Comments


  • Instagram
  • Linkedin
  • TikTok
  • Youtube
  • Facebook

დამიმეგობრდი სოც ქსელებში

bottom of page