top of page
Writer's pictureNini Chachia

იცით თუ არა, რომ სიცილს მხიარულების გარდა სამკურნალო ეფექტიც აქვს?


ალბათ თქვენს შეგინიშნავთ ან გაგიგიათ, რომ ემოციებს გადამდები ხასიათი აქვს. მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ემოციებს კი არა, ემოციის გამოხატვის მექანიზმებიც გადამდებია. დღეს სიცილის სამკურნალო და სასარგებლო თვისებაზე ვისაუბროთ.


სიცილი უმეტესწილად პოზიტიური ემოციების გამომხატველი მექანიზმია. სწორედ სიცილის ამ მხარეს დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია ჩვენი არა მხოლოდ განწყობისათვის, არამედ სხეულისათვისაც.


· სიცილი ასტიმულირებს იმუნურ სისტემას. დადგენილია, რომ სიცილის მოყვარულები იშვიათად ავადმყოფობენ.


· სიცილი ასტიმულირებს სახის კანს, შესაბამისად, უზრუნველყოფს მის ელასტიურობას და აახალგაზრდავებს მას;


· სიცილი განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისათვის. დადგენილია, რომ ვინ ხშირად იცინის, ის 35-40%-ით ნაკლებად ავადდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით.


· სიცილი ხელს უწყობს სხეულის კარგ ფორმაში შენარჩუნებას, რადგანაც სიცილის დროს 80მდე კუნთი მუშაობს. გარდა ამისა, 10 წუთიანი სიცილის დროს დაახლოებით იმდენივე კალორია იწვება, რამდენიც 30 წუთიანი ვარჯიშისას.


· სწორედ ამიტომ დაკავდით სიცილის თერაპიით და თქვენი ცხოვრება პოზიტიურ ტრანსფორმაციას დაიწყებს.


ბოლო რეკომენდაცია ცხოვრების პოზიტიური ტრანსფორმაციისათვის: ყოველ დილას, თუნდაც ძალით, გაუღიმეთ საკუთარ თავს: ღიმილის დროს კუნთების მოძრაობა თქვენს ტვინს ინფორმაცის აწოდებს, რომ რაღაც პოზიტიური ხდება თქვენს ცხოვრებაში. დილის განწყობა კი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს თქვენს მთელ დღეზე. ამიტომ გაუღიმეთ საკუთარ თავს დილას, მაშინაც, თუ არ გეღიმებათ და სულ ცოტა ხანში თქვენი დილის ღიმილი, ნაძალადევიდან, რეალურად იქცევა.


Comments


  • Instagram
  • Linkedin
  • TikTok
  • Youtube
  • Facebook

დამიმეგობრდი სოც ქსელებში

bottom of page