top of page
Writer's pictureNini Chachia

მადლიერების ძალა

Updated: Apr 14, 2023



რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია...


მადლიერების განცდა უზარმაზარ სასიკეთო ენერგიას მოიცავს. ეს უნარია, მას ვსწავლობთ და ამით ჩვენს ცხოვრებას პოზიტივისა და სიკეთისაკენ ვუხსნით გზას. თითქოს ძალიან ბანალურად ისმის, თუმცა მოდით, ამ ბლოგში განვიხილოთ მადლიერების ბენეფიტები, რომლებიც მეცნიერულად დამტკიცებულია.


სანამ მეცნიერებას მოვიშველიებ, ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო: ყველას გვსურს ბედნიერება და მივიწევთ პოზიტივისკენ, თუმცა როდესაც ამ ბედნიერებისა და ჰარმონიის გზას გავდივართ, ამ მოცემულობას ჩვენს ცხოვრებაში თავისთავადად და ბუნებრივად ვიღებთ. არა და თუ დავუკვირდებით, ამ ჰარმონიას ბუნებრივად კი არა, ჩვენი და ჩვენი გარემოს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით ვაღწევთ. სწორედ ეს, ცხოვრებაში პოზიტივის თავისთავად მიღების განცდა, ხშირად, ყურადღების მიღმა გვიტოვებს იმ ენერგიასა, თუ ძალისხმევას, რასაც, თუნდაც ძალიან პატარა, მაგრამ მაინც შეაქვს წვლილი ჩვენი ცხოვრების გალამაზებაში.



მადლიერება ემოციისა და ქმედების ერთობლიობის შედეგია. სიყვარული, სითბო, თანაგრძნობა, ინტერესი, აღფრთოვანება ის ემოციებია, რომლებიც მოქმედებისკენ გვიბიძგებენ, შემდეგ კი მადლიერებად გარდაიქმენბიან.


მადლიერება პოზიტიური განცდაა და ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონების გამოყოფას. მანჩესტერის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად ფოკუსირება იმაზე, თუ რამდენად ხართ სხვებისა და საკუთარი თავის მიმართ (ან თუნდაც სამყაროს) მადლიერი, ზეგავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.


ფსიქოლოგებმა, დოქტორ რობერტ ემონსმა და მაიკლ მაკქულოუმ, გამოაქვეყნეს კვლევა, რომელიც მადლიერების ფიზიკურ შედეგებს ასახავდა. დადგინდა, რომ მადლიერების გამომხატველი ადამიანები ცხოვრებაში გაცილებით ოპტიმისტურნი და პოზიტიურები არიან, ვიდრე ადამიანები, რომლებსაც მადლიერება ყურადღების მიღმა დარჩათ. გარდა ამისა, მადლიერების გამომხატველი ადამიანები ფიზიკურად უფრო აქტიურები და უფრო ჯანმრთელებიც არიან (კვლევის მიხედვით, მადლიერების გამომხატველი ადამიანები ექიმთან ნაკლებ ვიზიტს აფიქსირებდნენ) .


მადლიერების ბენეფიტებიც ჩამოვთვალოთ:


  • მადლიერების გრძნობა გვათავისუფლებს ტოქსიკური ემოციებისგან: მადლიერება იწვევს ემპათიის (თანაგანცდის) გაძლიერებას და ამცირებს აგრესიას. ხსნის დაძაბულობას და ამცირებს სტრესის დონეს.

  • აუმჯობესებს ძილის ხარისხს

  • მადლიერება გვეხმარება მეგობრების შეძენაში. კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ მადლიერება ახალი ნაცნობობის შემთხვევაში, ხელს უწყობს გრძელვადიანი ურთიერთობის განვითარებას.

  • მადლიერება აუმჯობესებს ფიზიკურ ჯანმრთელობას. ისინი, ვინც მადლიერებას გამოხატავენ ნაკლებ ტკივილს უჩივიან.

  • მადლიერება აუმჯობესებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას. მადლიერი ადამიანები უფრო ბედნიერები და ნაკლებად მიდრეკილნი არიან დეპრესიისკენ. მადლიერება იწვევს სიმშვიდეს, აძლიერებს და ამაღლებს თვითშეფასებას, რადგან მადლიერ ადამიანებს აქვთ უნარი, დააფასონ როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვათა მიღწევები. მადლიერი ადამიანები უფრო გამძლეები არიან და ბევრად უმარტივდებათ ცხოვრების სირთულეებისა და თუ ტრავმების გადალახვა.



მადლირების გამოხატვისას ჩვენს ტვნიში გამომუშავდება მნიშვნელოვანი ჰორმონები (ენდორფინი, სეროტონინი, ოქსიტოცინი), რომლებიც პასუხისმგებლები არიან ბედნირების შეგრძნებასა და ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხზე.



რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მადლიერების გრძნობას გავარჯიშება სჭირდება, რადგან ადმიანები იმდენად ვართ ნაგეტივზე ორიენტირებულნი, რომ ხშირად არაფრად ვაგდებთ ყველა იმ სიკეთეს, რაც სამყარომ გვიბოძა და ვღელავთ, ვდარდობთ იმაზე, რაც არ გვაქვს. დარდი კი იმდენად დიდია ხოლმე, რომ შეიძლება დეპრესიამდეც მიგვიყვანოს.


3 გზა მადლიერების უნარისგანვითარებისათვის:


1. შექმენით დღიური, რომელშიც აღწერთ დღის განმავლობაში მომხდარ სასიამოვნო მოვლენებს. სასურველია, დაწეროთ დილით, ახალი დღის დაწყებამდე, ან ღამით, ძილის წინ.

2. ყოველდღიურად გამოხატეთ გულწრფელი მადლიერება სხვა ადამიანების მიმართ.

3. ერთი წუთის განმავლობაში დააკვირდით საკუთარ თავს სარკეში და გაიაზრეთ თქვენი მიღწევები და დადებითი მხარეები.



Comments


  • Instagram
  • Linkedin
  • TikTok
  • Youtube
  • Facebook

დამიმეგობრდი სოც ქსელებში

bottom of page