ბოლო ორი დღეა მთელი საქართველო რაჭაში განვითარებულ ტრაგედიას განიხილავს, გლოვობს, ტკივილითა თუ ცრემლით გაივსო საინფორმაციო სივრცე. მთავრობამაც არ დააყოვნა და ორშაბათი გლოვის დღედ გამოაცხადა.
ტკივილის, სიმწრის და უსუსურობის განცდა მახრჩობს. ამას დანაშაულის და ბრაზის ემოციები გარს ეხვევა და ვერაფერს ვაკეთებ, შეკითხვების კორიანტელი მიტრიალებს თავში: რატომ? რატომ ვართ ასეთი მონები, ზედაპირულები და უბედურები? რატომ ვწირავთ ერთმანეთის სიცოცხლეს ბოროტების იმპერიას? როდემდე?
სამწუხაროდ, ბოლო 10 წლის მანძლზე ტრაგედიები ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. თითქოს, ამ დროის განმავლობაში ყველაფერს შევეგუეთ, მივეჩვიეთ ტრაგედიის პირველ დღეებში გლოვის, ბრაზისა და უსუსურობის ფრქვევას და მერე...
მერე ისევ ჩვეულებრივ ვაგრძელებთ ცხოვრებას. ეს ნეგატიური ემოციები უკვე რაღაც ჩვენეული გახდა, როგორც მოცემულობას ისე ვიღებთ და ალბათ სწორედ ამის ბრალია, ჩვენი უსუსურობით, ბოროტების გარემოს სიძლიერე.
დღეს არ დავიწყებ რა და როგორ უნდა ყოფილიყო, აზრი არ ქვს, ბევრჯერ დავწერე და შედეგი ისევ ისეთია. ფაქტია, რომ ჩვენ ხელს ვუწყობთ ისეთ გარემოს არსებობას, რომელიც ჩვენს შვილებს, დებს, ძმებს, მეგობრებს მსხვეპლად მოითხოვს. და ჩვენც როგორც მონები, უსუსურები, ჯერ მსხვერპლს ვწირავთ და მერე დავტირით. ასეთი მოცემულობის გამო დაჩაგრულები, უსუსურები, არაფერს ვაკეთებთ ბოროტების იმპერიის შენარჩუნების გარდა.
არა, მორალს არ წაგიკითხვათ, მხოლოდ თხოვნა მექნება ერთი - ამ მსხვეპლთშეწირვას შესაძლოა ოდესღაც მეც შევეწირო, ამის არ მეშინია, უკვე მოცემულობად მივიღე და გარკვეულ წილად მზად ვარ. თხოვნა მაქვს თქვენთან, ამ წერილსაც ამიტომ გიტოვებთ, სანამ ცოცხალი ვარ, მინდა დაიმახსოვროთ, როდესაც ჩემი შეწირვის დრო დადგება, და თუ ასე გაგრძელდა ეს დროც ძალიან მალე მოვა, ძალიან გთხოვთ, მკვდარს ნუ შემიყვარებთ და ჩემი დასრულებული ცხოვრების კეთილ მხარეებზე ნუღარ ისაუბრებთ. არაფრის მომცემი იქნება ეს ქცევა ჩემთვის... ამ ბოროტების სამყაროში ხომ კარგად ვისწავლეთ მსხვერპლების, მკვდრების დაფასება, მანამდე კი მათი არსებობის შესახებ არც ვიცოდით, არც გვაინტერესებდა და არც ვაფასებდით. დღეს მივხვდი, რომ მკვდრების სიყვარული და მკვდრებზე ზრუნვა ჩვენი ქცევების დამახასიათებელ ნიშნად იქცა. არც ერთი ტრაგედია არ გამოდგა ჩვენი ჭკუის სასწავლებად. პირიქით, ისევ იმ ჭაობში ვეფლობით აი დღესაც.
ორშაბათს გლოვაა გამოცხადებული, ეს დღე ჩვენი ამ ტრაგედიის, ტკივილის და მსხვერპლშეწირვის კულმინაციური დღე იქნება, ბევრს ვიტირებით, ამ დღეების განმავლობაში მკვდრებს შევიყვარებთ და მერე ისევ ჩვეულ ფერხულში გავაგრძელებთ ბოროტების იმპერიაში ცხოვრებას. რადგანაც სწორედ მკვრდების სიყვარული ჩაგვინერგა ამ იმპერიამ და მოგვაჩვენა თითქოს კეთილები ვართ, მზრუნველები, ემპათიურები.... სინამდვილეში კი მკვდრების, ანუ, უკვე ამ სამყაროში არ არსებული ადამიანების სიყვარული შეგვიძლია მხოლოდ.
ამიტომ, ძალიან გთხოვ, როდესაც ჩემი მსხვერპლშეწირვის დრო დადგება და აღსრულდება, ნუ შემიყვარებთ მაშინ. იმასაც ნუ მეტყვით ღმერთს კარგი ადამიანები მიჰყავს თავისანო... ხომ ამბობენ ღმერთი სიყვარულიაო, ადამიანი თავისა დარად შექმნაო და იქნებ ამ ტრაგიდიის მერე მაინც ვისწალოთ ერთმანეთის ცოცხლად სიყვარული და ამ სიყვარულისათვის დავიწყოთ გარემოს შენება... და თუ ეს ჩვენთვის შეურსულებელ მისიად მოგეჩვენებათ, მაშინ ისევ გთხოვთ, როცა ჩემი მსხვერპლშეწირვის დრო მოვა, ასე თქვით, ახლა ამის დრო მოსულაო....
ბავშვებო პარკში არ გახვიდეთ - მოკვდებით!
ბიჭებო - სკვერში არ დაჯდეთ საღამოს, დენი დაგარტყავთ!
ხალხნო, ზაფხულში მდინარის კალაპოტთან ნუ მიხვალთ, მოკვდებთ!
ხეობაში არ იცხოვროთ - ნალექს შეეწირებით!
არ გააპროტესტო - დაგიჭერენ, თან თუ განსხვავებულად გამოიყურები!
სექსი მხოლოდ სახელმწიფოს მმართველების მიერ დაშვებული პოზებსა და ადგილებში, თორე დაისჯები!
რუსები გაუატიურებას რომ დაგიწყებენ, რაიმეს წაგართმევენ, ეცადე სიამოვნება მიიღო, თუ არ გამოგივა - მოითმინე და იმიერ ცხოვრებაში დაგიფასდება.
მხოლოდ მკვდები მოიხსენიე სიყვარულით, სანამ ცოცხალია მსხვერპლები გვყავს შესარჩევი და მათი სიყვარული არ შეიძლება!
ჩვენ - მე, თქვენ, მთავრობამ, ოპოზიციამ, მედიამ და თითოეულმა სრულწლოვანმა ადამიანმა შევწირეთ ბევრი სიცოცხლე ჩვენს უსუსურობას და ყოველდღე ვაგრძელებთ მას, მკვდრების სიყვარულს ამოფარებულები.
ცოტა ხანში ჩვენი საკუთარი თავის, შვილის ან მეგობრის დრო დადგება. მერე ვიყვირებთ დამეხმარეთო, მაგრამ გვიან იქნება..... სიცოცხლეში ვერ შეგვიყვარებენ, რადგანაც ამ ქვეყანაში მკვდრების სიყვარულია გამეფებული.
ორშაბათი მთავრობამ გლოვის დღე გამოაცხადა, აუცილებლად დაუშვით დროშები, შავი ლენტებით შეიმოსეთ და მკვდრები შეიყვარეთ!
Comments