top of page
Writer's pictureNini Chachia

ნუ შეჭამ სტრესს!ემოციური შიმშილი





„ემოციური კვება“ მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია, რომელიც ნეგატიური ემოციების ფონზე საჭმლის მიღებას გულისხმობს. ამ დროს კვებითი ქცევა ნეგატიურ ემოციებთან გამკლავების მექანიზმს წარმოადგენს. ნეგატიური ემოციების მიზეზი კი ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული სხვადასხვა ფსიქოლოგიური სტრესის შედეგად ყალიბდება. სწორედ ამიტომ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ემოციურ კვებას სტრესი განაპირობებს.



ამ ყველაფერს ფიზიოლოგიური მექანიზმი უდევს საფუძვლად. სტრესის დროს ადამიანის მთლიანი ორგანიზმი მობილიზებულ, „საბრძოლო“ მდგომარეობაში იმყოფება და ემზადება სტრესორებთან გასამკლავებლად, რისთვისაც მას მეტი ენერგია ესაჭიროება. ენერგიის წყაროს კი ადამიანისთვის წარმოადგენს საკვები. თუმცა აქ მნიშვნელოვანია მეორე მხარეზეც გავამახვილოთ ყურადღება: სტრესის დროს ადამიანის სხეული გაჯერებულია სტრესის ჰორმონებით, რაც დისკომფორტს, უსიამოვნო განცდებს, შეგრძნებებს, ემოციებს იწვევს და სწორედ ამ ნეგატიური შეგრძბნებების გასაკმლავებლად ადამიანის ორგანიზმი საკვების მიღებისკენ ისწრაფვის, რადგანაც კვების დროს თავის ტვინში გამოიყოფა სიამოვნების ჰოემონები, შეიძლება მათ „ბედნიერების ჰორმონებიც“ ვუწოდოთ. აქვე აღსანიშნავია, რომ კვების დროს სიამოვნების შეგრძნება მხოლოდ საკვების მიღების პროცესში განიცდება, სწორედ მაშინ გამოიყოფა სიამოვნების ჰორმონები, ეს მექანიზმი კი ხელს უწყობს უკონტროლო კვებას, რამაც შესაძლოა ადამიანი მიიყვანოს ჭარბ წონასთან ან კვებით აშლილობასთან.



მოკლედ თუ შევაჯამებთ, ემოციური კვება არის ქცევითი მოდელი ან ჩვევა, რომელიც გულისხმობს საკვების მიღებას სტრესული და ემოციური ფონის გამძაფრების დროს და არა ფიზიკური შიმშილის დროს. ემოციური კვებით ადამიანი ცდილობს ემოციური სიცარიელის ამოვსებას, ემოციური შიმშილის დაკმაყოფილებას. ემოციური შიმშილის დროს უმეტესად ადამიანს მოთხოვნილება უჩნდება არაჯანსაღი საკვების - „ჯანქ ფუდის“ მიმართ, მარტივი ნახშირწლების და ტკბილეულის მიმართ.




როგორც უკვე აღვნიშნე, ემოციურ კვებას იწვევს ემოციური სიცარიელე, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს დაბალი თვითშეფასების, საკუთარი თავის მიუღებლობის, არარეალიზებულობის, მარტოობის ან დაუცველობის განცდების, ფინანსური პრობლემების, სოციალური პრობლემების, კარიერული პრობლემების, PMS -ის (პრემენსტრუალური სინდრომი) შედეგად.



ემოციურ კვებას აქვს რამდენიმე დამახასიათებელი ნიშანი:


  • ირაციონალურად კვება – როდესაც ადამიანი ემოციური წნეხის ზემოქმედების ფონზე იწყებს ჭამას და შესაძლოა სულაც არ განიცდიდეს ფიზიოლოგიურ შიმშილს;

  • უკონტროლო ჭამა – როდესაც ადამიანი ვერ აკონტროლებს საკვების რაოდენობას, ჭამს იმაზე მეტს, ვიდრე რეალურად სჭირდება;

  • საჭმლის მარაგების შექმნა, რასაც სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდა მოაქვს;

  • კულინარიული საქმიანობის აკვიატებული სურვილი ;

  • ჭამასა და ჭამას შორის მცირე ინტერვალები.


ნებისმიერ დამოკიდებულებას, მავნე ჩვევას აქვს მიზანი, შინაარსი, დამოკიდებულება – ესაა გაქცევა სტრესული სიტუაციიდან, რთული ცხოვრებისეული რეალობიდან თუ საკუთარი თავისგან, იმისგან, რაც ძალიან მტკივნეულია, რასთანაც პირისპირ დგომა ადამიანს უჭირს და ცდილობს ნუგეში იპოვოს სხვა მიმართულებით. ხშირად ამ პროცესში ადამიანს სპეციალისტის მხარდაჭერა სჭირდება, რათა მოხდეს საკითხის გააზრება, მიზნის გაცნობიერება, ალტერნატიული შესაძლებლობების აღმოჩენა და ქცევის რეკონსტრუქცია.



საკუთარ ქცევაზე დაკვირვება, საკუთარ თავთან კითხვების დასმა და დიალოგი უმნიშვნელოვანესია დამოკიდებულების დასაძლევად:


  • ახლა ჭამის მოთხოვნილება მაქვს თუ რაიმე სხვა სტიმულმა აღძრა ამის საჭიროება?

  • რა ემოციას განვიცდი ახლა, როდესაც ვჭამ (რათა ადამიანმა შეძლოს დიფერენცირება ფიზიოლოგიური მოთხოვნილების ფონზე იწყებს ჭამას თუ ემოციური შიმშილიდან გამომდინარე)?

  • ჭამასა და ჭამას შორის არსებული დროის კონტროლი;

  • ჭამის პროცესზე დაკვირვება (როდესაც ადამიანი იმპულსურად, პირის ღრუში საჭმლის დამუშავების გარეშე და უკონტროლოდ ჭამს შესაძლოა განიცდიდეს ბრაზს, წყენას ან აგრესიას. ამის ამოცნობა კი ადამიანს ქცევის გაცნობიერებაში დაეხმარება).



მოდით შევადაროთ ემოციური შიმშილი ფიზიკურ შიმშილს:



ფიზიკური შიმშილი VS ემოციური შიმშილი

ვითარდება ნელ-ნელა უეცრად გრძნობ შიმშილს;


გრძნობ დანაყრებას და წყვეტ ჭამას; ვერ გრძნობ დანაყრებას და იღებ დიდი რაოდენობით საკვებს;


საკვებს იღებ ფიზიკური საკვებს აღიქვავ როგორც

მოთხოვნილებებიდან გამომდინარე და სიამოვნების მიღების წყაროს,

არა ემოციური კომფორისათვის; სტრესის შემცირების ან პრობლემის გადაჭრის მექანიზმს;


იღებ ჯანსაღ საკვებს; იღებ არაჯანსაღ - „ჯანქ“ საკვებს, დიდი რაოდებობით ტკბილეულს და ნახშირწყლებს;



როგორ გაუმკლავდეთ ემოციურ კვებას?


  • დაიწყეთ საკუთარი თავის გააზრება, თვითრეფლექსიის უნარის განვითარება, გააანალიზეთ რა ნეგატიური ემოციების გარემოში გიწევთ ცხოვრება და რა იწვევს თქვენს გაღიზიანებას. განივითარეთ სტრესის მართვის უნარი;


  • ისწავლეთ ყოველდღიური სიამოვნებების მიღება საკვების გარეშე, დაკავდით თქვენი საყვარელი საქმიანობით - „ჰობით“;

  • ივარჯიშეთ, ისეირნეთ ფეხით, იმოძრავეთ;

  • გამოიყენეთ სუნთქვითი ვარჯიშები;

  • იკვებეთ ჯანსაღად;

  • ხშირად გაიღიმეთ;

  • დაფიქრდით რას შეჭამთ ხვალ?


თუ ჩემს მიერ აღწერილი სიპტომები და ქცევები თქვენი ყოველდღიური ცხოვრებისათვის დამახასიათებელია, არ გადადოთ „ხვალენდარში!“ აუცილებლად მიმართეთ ფსიქოთერაპევტს და დაიწყე საკუთარი ჰარმონიული ცხოვრების შექმნა.

ჩემთან ვიზიტის სურვილის შემთავხვეაში, დამიკავშირდი - 595751122.


ხოლო თუ ჯერ კიდე ვერ გადაგიწყვეტიათ სპეციალისტთან მისვლა, შესაძლოა თვითგანვითარების სახელმძღვანელო - „მოგზაურობა თვითრეფლექსიის საოცრებათა ქვეყანაში“ თქვენი ცხოვრების ტრანსფორმაციის პირველი ნაბიჯებისათვის გამოგადგეთ და გადაწყვეტილების მიღებაშიც დაგეხმაროთ.




სახელმძღვანელო 2 ნაწილისაგან, 2 წიგნისაგან შედგება:


I ნაწილი - „თვითრეფლექსიის მეგზური“;

II ნაწილი - სამუშაო რვეული - თვითრეფლექსიის ა(მ)ბები“;


19 ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარებისათვის;

2 ტესტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაადგინოთ პიროვნული საზღვრებისა და ასერტული ქცევის მაჩვენებელი;

14 წერილი სადაც განხილულია ბედნიერი, წარმატებული და ჰარმონიული ცხოვრების კონსტუირებისათვის გასათვალისწინებელი საკითხები და მეთოდები;


მისი შეძენა ონლაინ ახლავე შეგიძლიათ. წიგნი გამოგეგზავნებათ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე. შესაკვეთათ მომწერეთ სოციალურ ქსელებში ან დამიკავშირდით: 595751122





Comments


  • Instagram
  • Linkedin
  • TikTok
  • Youtube
  • Facebook

დამიმეგობრდი სოც ქსელებში

bottom of page