აფირმაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ყველაზე ჯადოსნური ტექნიკაა, რომელიც ადამიანს ეხმარება საკუთარი ცხოვრების უკეთესობისაკენ ტრანსორმაციაში. ბევრი სკეპტიკურად უყურებს მას, ამიტომ ამ ბლოგში შევეცდები ავხნა თუ რა მექანიზმებით მუშაობს აფრიმაცია და როგორ შეიძლება მისი გამოყენება.
ჩვენ ვიბადებით სურილებით, მოთხოვნილებებით. ახალშობილი ბავშვი, როგორც კი სამყაროს მოევლინება, იმ წუთიდან (არის მოსაზრებებიც, რომ მანამდეც, ანუ მუცლად ყოფნის პერიოდიდან) ნელ-ნელა ეცნობა სამყაროს და სწავლობს მასში მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გზას და უყალიბდება ხედვები, ღირებულებები, სამყაროს მიმართ დამოკიდებულებები. მეტაფორულად რომ ვთქვათ, ვიბადებით ცარიელი ფურცელი, დიდი და უსაზღვრო პოტენციალით, ხოლო რა შინაარსი დაიწერება ამ ფურცელზე ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: მშობლები, სოციუმის დაწერილი თუ დაუწერელი წესები, კანონები, საზოგადოება, კულტურა, ტრადიციები, განათლება, მეცნიერება, ფილოსოფია, მოდა და ა.შ. ყველა ეს ფაქტორი ზეგავლენას ახდებს ჩვენი სამყაროსადმი ხედვის ჩამოყალიბებაზე, იმ ტექსტების შექმნაზე რომელშიც მოგვიწევს ცხოვრება. სწორედ ამიტომ, ამბობენ, რომ ჩვენ, ადამიანები, ტესქტებში ვცხოვრობთ. „დასაბამიდან იყო სიტყვა“... ეს ტექტები განსაზღვრავენ ჩვენს ცხოვრებას, ხედვებს, გვიყალიბებს საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენებს, თუ რა დამოკიდებულება შეიძლება გვქონდეს სამყაროს მიმართ ანუ ზოგადად თუ ვიტყვით, გვიყალიბებს განწყობას ჩვენი ცხოვრების მიმართ.
ჩვენი ხედვა სამყაროს და ჩვენი თავის მიმართ განსაზღვრავს ჩვენს ფიქრებს, წარმოდგენებს აზრებს. სწორედ აქ ჩნდება აფრიმაციის მუშაობის პირველი წერტილი. ახლა თავის ტვინის ან მას შეგვიძლია ფსიქიკაც დავარქვათ მას, მუშაობის მექანიზმები ავღნიშნოთ:
1. თავის ტვინი ინფორმაციას აღიქვავს ხატებით;
2. თავის ტვინს არ გააჩნია წარსული და მომავალი, ყველა ინფორმაცია რომლის გადამუშავებაც ხდება განიცდება აწმყოში. სწორედ ეს მექანიზმი უზრუნველყოფს ჩვენში წარსულის გამოცდილების გახსენების დროს ემოციების აღმოცენებას. როდესაც ჩვენი ცხოვრების პოზიტიურ მოვლენებს ვხისენებთ, ჩვენში ცოცხლდება პოზიტიური ემოციები.
3. ჩვენი სააზროვნო სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუქციაა განამართლოთ ჩვენი რწმენა-წარმოდგენები ანუ გვწამდეს მათი. სწორედ ეს მექანიზმი უზრუნველყოფს ჩვენს მოქმედებას მიზნებისაკენ, ამოცანების შესრულებისაკენ, სურვილების აღსრულებისაკენ. სწორედ ეს მექანიზმი უზრუნველყოფს ჩვენში მიღწევის ენერგიის წარმომნას;
აზრი არის დინამიური ენერგია, რომელსაც გამოიმუშავებს ადამიანის ტვინი. აზრი ორი სახის არსებობს - პოზიტიური და ნეგატიური. პოზიტიური აზრი ადამიანს მრავალფეროვნების, ინტერესის, შესაძლებლობების პოტენციალის გააზრებისაკებ უხსნის კარს, ნეგატიური კი მხოლოდ ნეგატიური ემოციების ფიქსაციას და უიმედობის, უპერსპექტივობის და სამყაროს და/ან საკუთარი თავის მიმართ უარყოფით განწყობას ამყარებს.
აფირმაცია არის მტკიცებითი გამონათქვამი იმის შესახებ, რა სურს ადამიანს. ეს არის წინადადებაში გამოხატული ემოციური აზრი, რომელიც ერთდროულად ქმნის როგორც საერთო ემოციურ ფონს, ისე – ემოციურ ვექტორს, მიმართულებას.
ჩვენს ყოველდღურ აჩქარებულ სამყაროში იმდენ გამოწვევასა თუ გადაწყვეტილებაზე გვიწევს ფიქრი, იმდენ სტრესულ ვითარებასთან გვიწევს გამკლავება, რომ გადაღლის გამო ჩვენში ნეგატიური განწყობები ყალიბდება. აქვე შეგახსენებთ, რომ ადამიანი ნეგატიურ გამოცდილებას უფრო იმახსოვრებს, ვიდრე პოზიტიურს, რადგანაც სწორედ ეს მექანიზმი უზრუნველყოფს ადამიანის ადაპტაციას გარემოში, საფრთხეების იდენტიფიცირებას. აქედან გამომდინარე ხშირად ჩვენ გადატვირთის გამო ნეგატიური განწყობა გვექმნება და ეს ჩვენს აზრებზეც მოქმედებს. ჩვენი ფიქრები, განწყობები და რწმენა-წარმოდგენები ავტომატიზმებად ყალიბდება და ზეგავლენას ახდენენ ჩვენი ცხოვრების ხარისხზე. ავტომატიზმები არაცნობიერად, ანუ გააზრების გარეშე მოქმედებენ ჩვენზე.
აფირმაცია გვეხმარება ჩვენში არასასურველი ავტომატიზმების დაშლაში და პოზიტიური, მიზნისკენ მამოძრავებელი ძალის გააქტიურებაში.
ვფიქრობ აფირმაციის მექანიზმის მუშაობის პრინციპი უკვე გასაგებია და ახლა დროა აფირმაციის შემუშავების ინსტრუქციას მივხედოთ.
აფირმაციებში ყოველთვის პოზიტიური აზრია და ის ყოველთვის აწმყოზეა ორიენტირებული. იმის მიხედვით, თუ რისი მიღწევა გვინდა, ჩვენ თვითონ ვადგენთ აფირმაციებს, ან უკვე შექმნილებს ვიყენებთ. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ აფირმაციები მუშაობს მხოლოდ მაშინ როდესაც ის ჩვენ გვეხება და ჩვენი კონტროლის ზონაშია.
აფირმაციის შედგენის მარტივი საშუალება:
· წარმოვიდგინოთ ის გარემოებები, რომლებიც გვინდა, რომ შევქმნათ;
· წარმოვიდგონოთ გარემო, ხმები, რომლებსაც გავიგონებთ მიზნის მიღწევის (სურვილის ასრულების) დროს;
· შევიგრძნოთ ემოციები, რომლებიც გვექნება მიზნის მიღწევისას;
აფირმაციის შედგენის კრიტერიუმები:
· უნდა იწყებოდეს სიტყვით “მე” (“ჩემი”, “ჩემს”…).
· ზმნა გამოიყენება აწმყო დროში.
· არ უნდა იყოს არავითარი უარყოფა (“არ”, “ვერ” და ა. შ.).
· უნდა იყოს, რაც შეიძლება მოკლე, დასრულებული და კონკრეტული.
· სასურველია შეიცავდეს სიტყვებს: ყოველთვის, ყოველდღე, სულ, მუდმივად, დამაჯერებლად, მტკიცედ…
· უნდა შეიცავდეს სიტყვაში გამოხატულ ემოციას: სიამოვნებით, სიხარულით, აღტაცებით, სიამაყით, მშვიდად, სიყვარულით…
აუცილებლად გასათვალისწინებელი საკითხი - აფირმაცია ეს არის პოზიტიური ენერგია, რომლის მატერიალიზებაც მნიშვნელოვანია. ამიტომ გამოიყენეთ ეს ენერგია, დახარჯეთ ის თქვენი ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების მისაღწევად მოახდინეთ ამ ენერგიის ინვესტირება ქმედებებში.
აფირმაციების მაგალითები:
"მე გახსნილი ვარ, ყველა იმ შესაძლებლობისთვის რომელიც კი მოდის ჩემთან“.
„მე ვარ წარმატების, სიხარულის ეტალონი“.
„სიყვარული, ბედნიერება ეს არის ის მყარი ნიადაგი, რაზედაც ვაშენებ ჩემს ცხოვრებას“.
„მე ვირჩევ მშვიდ და გაწონასწორებულ ცხოვრებას, სავსეს ყოველივე სიკეთით და სიუხვით“.
‘მე ვირჩევ ისეთ აზრებს, რომელებიც მაქცევს ბედნიერად და რომლებსაც გავყავარ სიუხვეზე“.
„მე ვუყვარვარ და მიყვარს„.
„მე ვარ ღირსეული და წარმატებული პიროვნება, რომელიც იმსახურებს ყოველივე საუკეთესოს“.
„მე ვარ ყველაზე ბედნიერი ადამიანი, რადგან ჩემს ცხოვრებაში ხდება ყველაფერი ის რაც მინდა“.
„მე ვარ ჩემი ხასიათის, ცხოვრების შემოქმედი...“
„მე ვამაყობ ყველა ჩემი მიღწევით“.
„მე თავს ვხედავ მთლიანობაში და ვშლი ჩემს პოტენციალს„.
„ჩემი ჯანმრთელობა უმჯობესდება დღიდან-დღემდე და ეს წარმოადგენს ჩემი წარმატების კაპიტალს“.
„ჩემი სხეული ლამაზია, ჯანმრთელია და ენერგიული. მე მიყვარს ჩემი სხეული“.
„ მე რაც გამაჩნია, ყველაფრისაგან ვღებულობ სიამოვნებას “
„მე ვსაუბრობ მკაფიოდ და დამაჯერებლად, ადამიანები დიდი მონდომებით მისმენენ“.
„მე ყურს ვუგდებ ჩემს გულს, მან ზუსტად იცის როგორ გამიყვანოს წარმატებაზე და ბედნიერებაზე“.
„ცხოვრება – ჩემი ბრძენი მასწავლებელია და წინამძღოლი“.
„მე ვარ გახსნილი, ჩემი ბედნიერებისთვის და ულევი სიხარულისთვის“.
„მე სიყვარულით გამოვიმუშავებ და ვხარჯავ ფულს“.
„მე და მხოლოდ მე ვარ 100% იანი პასუხისმგებელი ჩემს ჯანმრთელობაზე, ჩემს ფინანსურ კეთილდღეობაზე და თვითრეალიზებაზე“.
„მე ვარ საკუთარ თავში და ძალებში დარწმუნებული პიროვნება“.
„მე ბედნიერი ვარ და ეს არის ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა“.
„მე სითბოთი ვეპყრობი გარემოცვას, მე ვარ მათთვის გახსნილი, მოქნილი“.
„მე ვარ საკუთარი ბედის მწერალი და არა სხვისი ბედის მკითხველი“.
„მე ვარ ჩემი ბედის მადლიერი ყველაფრისათვის.“
Comments