top of page
Writer's pictureNini Chachia

როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვების განვითარებას?



დღეს იტალიელი ფილოსოფოსის, მეცნიერისა და პედაგოგის მარია მონტესორის რეკომენდაციები მინდა გაგაცნოთ. ის ცნობილია აღზრდის განსაკუთრებული მეთოდებითა და ფილოსოფიით. მისი განათლების მეთოდი ამჟამად მრავალ საჯარო, თუ კერძო სკოლაში გამოიყენება, მთელ მსოფლიოში.


რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა ბავშვის აღზრდის დროს:


1. ნუ შეგეშინდებათ ბავშვში დამოუკიდებლობის განვითარების, მიეცით მას უფლება აირჩიოს, რა აქტივობით დაკავდეს, რამდენი დრო დაუთმოს მას, რა ჩაიცვას და ჭამოს;

2. გახსოვდეთ, რომ შეცდომები გაუმჯობესების/განვითარების შესაძლებლობაა და ამის გამო ბავშვი არ უნდა დატუქსოთ. ნუ მიუთითებთ თქვენს შვილებს შეცდომებზე.

3. მიეცით ბავშვს თავისუფლება თავად აღმოაჩინოს. ნუ იჩქარებთ თქვენი დახმარების შეთავაზებას, თუ ისინი არ გთხოვენ ამას.

4. პატივი ეცით ბავშვის ემოციებს. მათ აქვთ ცუდი განწყობისა და უარყოფითი ემოციების უფლება. არ ჩაახშოთ ისინი, დაეხმარეთ ემოციების გამოხატვაში/განცდაში.

5. დააკვირდით თქვენს შვილებს. ეს დაგეხმარებათ გაეცნოთ მათ ინტერესებს, განავითაროთ მათი უნარები და შესაძლებლობები.

6. ნუ შეადარებთ თქვენს შვილებს სხვებს. ის უნიკალურია და მას განვითარების თავისი გზა აქვს.

7. მიიღეთ თქვენი შვილი ისეთი, როგორიც არის.

8. შექმენით განვითარებადი, ადაპტირებული გარემო სახლში. მონტესორის მეთოდის მიხედვით ეს ნიშნავს, რომ ბავშვი კომფორტულად და მოხერხებულად გრძნობდეს თავს საკუთარ სივრცეში: შესაბამისი ზომის ავეჯით იყოს უზრუნველყოფილი, წვდებოდეს თავის ნივთებს და მსუბუქი საჭმლის მომზადების შესაძლებლობა ჰქონდეს.

9. თქვენ უნდა იცოდეთ, როდისაა ბავშვების განვითარების სენსიტიური პერიოდები. ეს დაგეხმარებათ შეარჩიოთ შესაბამისი თამაშები და აქტივობები, მისი საჭიროებებიდან გამომდინარე.

10. მნიშვნველოვანია ბავშვი ადრეული ასაკიდან მონაწილეობდეს საოჯახო საქმეებში. მონტესორის აღზრდის მეთოდში განსაკუთრებული ადგილი უკავია პრაქტიკულ ცხოვრებისეულ სავარჯიშოებს. ეს გულისხმობს არა მხოლოდ წესრიგის მიჩვევას, არამედ ყურადღების, ნატიფი მოტორიკის, დამოუკიდებლობისა და აკურატულობის განვითარებასაც;

11. ისწავლეთ მოთმინება და სიმშვიდე. ეს არ არის ადვილი, მაგრამ ბავშვს სჭირდება სტაბილურობა და ნდობა მშობლების მხრიდან.

12. შეინარჩუნეთ წესრიგი სახლში. ბავშვს უჭირს კონცენტრირება, თუ მის გარშემო არეულობაა.

13. ბავშვს უნდა ჰქონდეს უფლებები და მოვალეობები. აუცილებლად დააწესეთ საზღვრები.

14. არ გადატვირთოთ ბავშვი შთაბეჭდილებებით, განსაკუთრებით სამ წლამდე. მოარიდეთ სტრესს. ემოციური კეთილდღეობა და ოჯახთან სიახლოვე მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველა განმავითარებელი აქტივობა ან წრეები.



თუ მიგაჩნიათ, რომ ბავშვის აღზრდისა და განვითარების საკითხებთან დაკავშრებით პროფესიონალის კონსულტაცია გჭირდებათ, არ გადადოთ. დაჯავშნეთ ვიზიტი - 595751122



Comments


  • Instagram
  • Linkedin
  • TikTok
  • Youtube
  • Facebook

დამიმეგობრდი სოც ქსელებში

bottom of page