top of page

თვითგანვითარების მეგზური

ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს

ილია ჭავჭავაძე

თვითგანვითარების მეგზური განკუთვნილია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ორიენტირებულნი არიან საკუთარი თავის განვითარებასა და წინსვლაზე.

მჯერა, რომ ჩვენ ვქმნით საკუთარ ცხოვრებას და ნებისმიერ მომენტში, თუკი გადავწყვეტთ მის შეცვლას, ეს შესაძლებელი გახდება. ცვლილების დასაწყებად არ არის საჭირო კონკრეტული დრო თუ გეოგრაფიული არეალი. ცვლილებები იწყება ყველაზე საინტერესო სივრცეში - აზროვნებაში.

 

ცვლილებების ძალაში საკუთარმა ცხოვრებამ დამარწმუნა. რამდენიმეჯერ სრულიად თავიდან დავიწყე ყველაფერი და ამან ძალიან გამზარდა: მეტი თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა განმივითარა. ჩემი ტრანსფორმაციების შესახებ, ამბებს პერიოდულად ბლოგებში მოვყვები. მაგალითად, როგორ გავიმარჯე სიკვდილზე, როგორ ვიპოვე ჩემი ბედნიერების, სიყვარულის ფორმულა და ა.შ.

 

შევეცდები, ამ სექციაში განვათავსო ის ტექნიკები, ტაქტიკები და სავარჯიშოები, რომლებიც დაინტერესებულ ადამიანს ხელს შეუწყობს დამოუკიდებლად იმუშაოს საკუთარი უნარების განვითარებასა, თუ ცხოვრების შეცვლაზე. ტექნიკებისა და ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაცია კი დაგხვდებათ ტექსტური, ან ვიდეო ფაილის სახით. ასევე, თქვენც შეგიძლიათ მომწეროთ, რომელი უნარის შესახებ გსურთ ინფორმაციის მიღება და შევეცდები უმოკლეს დროში განვათავსო თქვენთვის სასურველი ინფორმაცია.

 

ბედნიერი ცხოვრებითა და ჰარმონიის მიღწევით სამყაროს გაკეთილშობილებას შევუწყობთ ხელს.

 

საინტერესო და თავგადასავლებით სავსე, პოზიტიურ

მოგზაურობას გისურვებთ.

 

პატივისცემით,

ნინი

Bored Boy
  • Instagram
  • Linkedin
  • TikTok
  • Youtube
  • Facebook

დამიმეგობრდი სოც ქსელებში

bottom of page