ესეც ასე!
10 ნოემბერს ჩემი წიგნის პრეზენტაცია შედგა ლიტერატრის მუზეუმში. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა სტუმარს ვინც დამღლელი სამუშაო დღისა და კვირის შემდეგ დრო გამონახა და საცობების მიუხედავად, მოვიდა ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე.
მაქსიმალურად ვეცადე ღონისძიება სტანდარტული წიგნის პრეზენტაციისგან განსხვავებული ყოფილიყო და დამსწრეებისთვის სასიამოვნო საღამოსთან ერთად, სახალისო და დასამახსოვრებელი მომენტები შეგვექმნა.
წიგნი – რომელსაც მე სახელმძღვანელოს უფრო ვეძახი, აუცილებლად გახდება თქვენი ყოველდღიური მეგზური, რადგან აქ თავი მოვუყარე ისეთ ტექნიკებს, რაც ნამდვილად დაგეხმარებათ თვითრეფლექსიაში და ჰარმონიული ცხოვრების კონსტრუირებაში.
სახელმძღვანელო ორი ნაწილისაგან 2 წიგნისაგან შედგება:
- წიგნი I – „თვითრეფლექსიის მეგზური“;
- სამუშაო რვეული – თვითრეფლექსიის ა(მ)ბები“;
წიგნში თავმოყრილია:
- 19 ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარებისათვის;
- 2 ტესტი, რომელიც საშუალებას იძლევა დადგინდეს პიროვნული საზღვრების და ასერტული ქცევის მაჩვენებელი;
- 14 წერილი სადაც განხილულია ბედნიერი, წარმატებული და ჰარმონიული ცხოვრების კონსტუირებისათვის გასათვალისწინებელი საკითხები და მეთოდები;
მისი ღირებულება 45 ლარია (წიგნი და სამუშაო რვეული).
შეძენისას, თქვენ უთითებთ სასურველ მისამართს კურიერი კი წიგნს(ებს) სასურველ ადგილას მოგიტანთ.