პერინატალური ფსიქოთერაპია

პრენატალური ფსიქოთერაპია არის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ორსულობის პერიოდში — მაშინ, როცა ქალის ცხოვრება, სხეული და გონება თანდათან გადადის ახალ ეტაპზე.

ორსულობა შეიძლება აღიქმებოდეს როგორც საოცარი მოლოდინის, იმედის და სიხარულის დრო, მაგრამ ამასთან ერთად ხშირად თან ახლავს შფოთვა, ემოციური ცვალებადობა, დანაკარგის შიში, პარტნიორულ ურთიერთობებში დაბნეულობა, და ზოგჯერ მარტოობის ღრმა განცდა.

🧠 როდის შეიძლება საჭირო გახდეს პრენატალური ფსიქოთერაპია?

  • ხშირი შფოთვა – საკუთარი თავის, ბავშვის ან მშობიარობის გამო;
  • დაუსრულებელი კითხვები – „კარგი დედა ვიქნები?“
  • ემოციური ცვალებადობა – მოულოდნელი ცრემლები, აფეთქებები, დანაშაულის განცდა;
  • ძილის ან კვების რეჟიმის დარღვევა;
  • პარტნიორულ ურთიერთობებში დაძაბულობა;
  • წარსული ტრავმების გააქტიურება (ბავშვობის, მშობიარობის, ურთიერთობის გამოცდილება);
  • გაურკვევლობა მშობიარობის გზის არჩევასთან დაკავშირებით;
  • მშობიარობისადმი გაძლიერებული შიში;
  • წინა ორსულობის უარყოფითი გამოცდილება ან დანაკარგი

🌿 როგორია მუშაობის ფორმატი?

  • ინდივიდუალური სესიები – მორგებული ორსულის მდგომარეობაზე
  • ფორმატი: პირისპირ ან ონლაინ (სადაც არ უნდა იყოთ)
  • რბილი, ემოციური მხარდაჭერით გაჯერებული სივრცე, სადაც არაფერია ზედმეტი ან სასირცხვილო
  • საჭიროების შემთხვევაში – სესიები პარტნიორთან ან ოჯახის წევრთან ერთად