ფსიქოთერაპია ზრდასრულებისთვის არის სივრცე, სადაც შეგიძლია შეჩერდე, ამოისუნთქო და საკუთარ ემოციებსა და აზრებს მოუსმინო ისე, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ ასწრებ ან ახერხებ.
ხშირად, ზრდასრულ ასაკში ადამიანებს უჩნდებათ შეკითხვები:
„ესეთი ცხოვრება მინდოდა? “ „რატომ ვგრძნობ თავს ასე ცარიელად?“ „წარმატებული ვარ?” “ნეტა ბედნიერება არსებობს” “სად დაიკარგა ხალისი და მხიარულება?” “როგორ დავუბრუნო საკუთარ თავს ნდობა?“ — სწორედ ასეთ დროს ფსიქოთერაპია ხდება შვების და ენერგიის წყარო.
როდის შეიძლება ზრდასრულს სჭირდებოდეს თერაპია?
- მუდმივი შფოთვა, შიდა დაძაბულობა, მომავლის მიმართ შიში, ქრონიკული მოწყენილობისა და ინტერესის დაკარგვის განცდა;
- დეპრესიული ფონი, უგუნებობა, სიცარიელის ან უიმედობის განცდა;
- ძილის დარღვევები, უძილობა ან ზედმეტი ძილი;
- ფობიები — სხვადასხვა შიშები, რომლებიც ზღუდავს ყოველდღიურ ცხოვრებას;
- სოციალური ფობია — საჯარო სივრცეებში ან ადამიანებთან ყოფნის შიში;
- ქცევითი ცვლილებები, იმპულსურობა, აგრესიული რეაქციები;
- ადაპტაციის სირთულეები — ცვლილებებთან ან ახალ გარემოსთან შეგუება;
- კვებითი დარღვევები — საკვების გადაჭარბებულად მიღება, ან პირიქით – შიმშილი, უმადობა, ან კვებაზე კონტროლის დაკარგვა;
- ადიქციები — დამოკიდებულებები სუბსტანციებზე ან ქცევებზე (მაგ., ტექნოლოგია, ალკოჰოლი, ონლაინ-სპორტი და სხვ.);
- სტრესის ფონზე განვითარებული ფსიქოსომატური ნიშნები — გულისრევა, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, სუნთქვის პრობლემები, კანისა და ენდოკრიკული დაავადებები, სხვადასხვა სახის ტკივილები.
თუ ამ ჩამონათვალში საკუთარ თავს ამოიცნობთ — არ შეგეშინდეთ დახმარების თხოვნის. ცვლილება იწყება სწორედ მაშინ, როცა ვიღებთ გადაწყვეტილებას, გავიგოთ და გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს. აუცილებლად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე და შესაძლებელია ერთი კონსულტაციას საკმარისი იყოს ჰარმონიული ცხოვრების კონსტუირების დასაწყებად.