თბილი, კეთილგანწყობილი და სანდო სივრცე, სადაც მოზარდს შეუძლია ისეთ საკითხებზე საუბარი, რომლებზეც სხვებთან საუბარი უჭირს.
მოზარდობა — ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური და ხშირად წინააღმდეგობებით სავსე ეტაპია ადამიანის განვითარებაში. ბავშვობიდან დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯებს ხშირად მოჰყვება შეკითხვები: „ვინ ვარ?“, „ რამდენაც მიღებენ ან მაღიარებენ?“ „ვაძლევ თავს უფლებას ვიყო ის, ვინც ვარ?“, “როგორია ჩემი მომავალი?”
ფსიქოთერაპია ამ ასაკში ეხმარება მოზარდს საკუთარი ემოციების გაცნობიერებაში, თვითშეფასების გაძლიერებაში და რთულ სიტუაციებთან ჯანსაღად გამკლავებაში.
🧠 როდის შეიძლება ფსიქოთერაპია მოზარდისთვის საჭირო იყოს?
- მუდმივი დაძაბულობა, შფოთვა, გაღიზიანება;
- მოტივაციის დაკარგვა, სწავლის მოტივაციის ან ინტერესების დაკარგვა;
- თვითშეფასების პრობლემები და საკუთარი თავის გაუფასურება;
- მარტოობის ან გარიყულობის გრძნობა;
- სხეულთან დაკავშირებული დისკომფორტი, საკუთარი გარეგნობის უარყოფა;
- გაწყვეტილი ან გაუარესებული კომუნიკაცია ოჯახთან ან თანატოლებთან;
- აფეთქებითი ქცევები ან ჩაკეტვილობა;
- ფსიქოსომატური ნიშნები (თავის/მუცლის ტკივილი, უძილობა, აკნე, გულის აჩქარებები, და სხვა);
- თვითდაზიანების ან სუიციდური ფიქრების გამოვლინება;
🌱 როგორია მუშაობის ფორმატი?
- ინდივიდუალური სესიები მოზარდთან – 50 წუთი;
- საჭიროების შემთხვევაში მშობლებთან/ოჯახთან ერთობლივი შეხვედრები;
- რეგულარული უკუკავშირი მშობელთან ბავშვის თანხმობით;
- ფორმატი: პირისპირ ან ონლაინ — ქართულად და საჭიროების შემთხვევაში ინგლისურად ან რუსულად;
მიღება ხდება წინასწარ ჩაწერების მიხედვით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი კლიენტებისთან საკონტაქტოთ ვიყენებ WhatsApp-ს.