ერთხელ ერთმა კლიენტმა მითხრა:
— „ზოგჯერ მგონია, რომ ჩემში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს.“
ერთი ნაწილი დილით სამსახურში მიდის.
მეორე უკვე დაღლილია.
მესამე ყველაფრის მიტოვებაზე ფიქრობს.
მეოთხე კი გამუდმებით მეუბნება:
— „ისევ ვერ გამოგივა.“
ალბათ ბევრ ადამიანს გამოუცდია მსგავსი განცდა.
ერთი რამე გინდა, აკეთებ მეორეს. გიყვარს ადამიანი, მაგრამ მასთან ყოფნა გიჭირს. გინდა დაისვენო, მაგრამ თავს უფლებას არ აძლევ. გინდა თქვა „არა“, მაგრამ ისევ „კი“-ს ამბობ.
ზოგჯერ საკუთარ თავთანაც კი წინააღმდეგობაში მოვდივართ.
და შესაძლოა სწორედ აქ იწყება ფსიქოსინთეზი.
რას ნიშნავს ფსიქოსინთეზი?
ფსიქოსინთეზი ფსიქოთერაპიის მიმართულებაა, რომელიც იტალიელმა ფსიქიატრმა რობერტო ასაჯიოლიმ შექმნა.
მისი მთავარი იდეა საკმაოდ მარტივია:
ადამიანი მხოლოდ თავისი პრობლემები არ არის.
ჩვენ მხოლოდ შფოთვა არ ვართ.
მხოლოდ დეპრესია არ ვართ.
მხოლოდ ტრავმა არ ვართ.
ჩვენში არსებობს ტკივილიც, შიშიც, ძალაც, რესურსიც, ოცნებებიც და ის ნაწილებიც, რომელთა გამოყენებითაც ჯერ კიდევ არ გვიცხოვრია.
ფსიქოსინთეზი ცდილობს, ეს ნაწილები ერთმანეთს დაუკავშიროს.
რატომ გვგონია, რომ რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს ჩვენში?
ზოგჯერ ერთდროულად რამდენიმე ხმა გვესმის.
ერთი ამბობს:
— „გარისკე.“
მეორე პასუხობს:
— „არ გამოგივა.“
ერთი სიყვარულს ითხოვს.
მეორე კი ახლოს არავის უშვებს.
ფსიქოსინთეზი ამ შინაგან ხმებს სუბპერსონალობებს უწოდებს.
ჩვენში შეიძლება ცხოვრობდეს:
- შინაგანი კრიტიკოსი;
- კარგი გოგო;
- პასუხისმგებელი ადამიანი;
- შეშინებული ბავშვი;
- გადამრჩენელი;
- პერფექციონისტი;
- მეამბოხე.
პრობლემა ის კი არ არის, რომ ეს ნაწილები არსებობს. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც ერთ-ერთი მათგანი მთლიანად იკავებს ჩვენს ცხოვრებას.
ფსიქოსინთეზი და შფოთვა
როდესაც ადამიანი შფოთვით მოდის, ზოგჯერ მას მხოლოდ სიმპტომის გაქრობა სურს.
მაგრამ ხშირად შფოთვის უკან დგას:
- მუდმივი კონტროლის მოთხოვნილება;
- შეცდომის შიში;
- უარყოფის შიში;
- შინაგანი კრიტიკა;
- დაუკმაყოფილებელი ემოციური საჭიროებები.
ფსიქოსინთეზი ცდილობს არა მხოლოდ სიმპტომის შემცირებას, არამედ იმის გაგებასაც, თუ რა დგას მის უკან.
ფსიქოსინთეზი და პიროვნული განვითარება
ფსიქოსინთეზი მხოლოდ ტკივილზე არ მუშაობს.
ის სვამს კიდევ ერთ კითხვას:
ვინ შეიძლება გავხდე?
ზოგჯერ ადამიანი თერაპიაში იმიტომ არ მოდის, რომ ცუდად არის. ის მოდის იმიტომ, რომ გრძნობს — ცხოვრებაში რაღაც უფრო დიდიც არსებობს.
ეს შეიძლება იყოს:
- ცხოვრების აზრის ძიება;
- თვითშემეცნება;
- შინაგანი რესურსების აღმოჩენა;
- პიროვნული ზრდა;
- საკუთარი გზის პოვნა.
მე რატომ ავირჩიე ფსიქოსინთეზი?
წლების განმავლობაში სხვადასხვა ტექნიკასა და მიდგომას ვსწავლობდი – არტთერაპია, NLP, CBT, ფსიქოანალიტიკური მიდგომა, გეშტალტთერაპია და სხვა.
მაგრამ ფსიქოსინთეზში განსაკუთრებით ის მომწონს, რომ ის ადამიანს მხოლოდ სიმპტომების ჭრილში არ უყურებს.
ის არ გვეკითხება მხოლოდ:
— „რა გტკივა?“
ის ასევე გვეკითხება:
— „რა ძალა გაქვს?“
— „რა ნაწილი ელოდება აღმოჩენას?“
— „ვინ შეიძლება გახდე?“
და ალბათ ამიტომაც, ჩემთვის ფსიქოთერაპია მხოლოდ პრობლემების მოგვარება არასოდეს ყოფილა. ის უფრო საკუთარი თავის აღმოჩენის პროცესს ჰგავს.
რამდენიმე სიტყვა ჩემს შესახებ
მე ვარ ნინი ჭაჭია — ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, რომელიც უკვე 20 წელიწადზე მეტია მუშაობს მოზარდებთან, ზრდასრულებთანა და წყვილებთან.
ჩემი ძირითადი პროფესიული მიმართულებაა ფსიქოსინთეზი. პრაქტიკაში ასევე ვიყენებ სხვადასხვა ფსიქოთერაპიულ მიდგომასა და ტექნიკას, რადგან მჯერა, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია და თერაპიული პროცესიც ინდივიდუალურად უნდა მოერგოს მის საჭიროებებს.
თუ ეძებთ ფსიქოსინთეზურ თერაპიას, ფსიქოლოგს თბილისში, ონლაინ ფსიქოთერაპიას ან უბრალოდ ცდილობთ უკეთ გაიგოთ საკუთარი თავი, შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ეს იყოს:
რომელი ნაწილი საუბრობს ახლა ჩემში?
ზოგჯერ სწორედ ამ კითხვით იწყება პიროვნების ტრასფორმაცია და ახალი ჰორიზონტების აღმოჩენა.