როგორ ავირჩიოთ კარგი ფსიქოლოგი?

ფსიქოლოგის კაბინეტი თბილისში — უსაფრთხო სივრცე ინდივიდუალური ფსიქოთერაპიისა და ფსიქოლოგიური კონსულტაციისთვის.

როდესაც ადამიანი პირველად იწყებს ფსიქოლოგის ძებნას, ხშირად ერთი და იგივე ფრაზას წერს: „კარგი ფსიქოლოგი თბილისში“. რამდენიმე წუთში ეკრანზე ათობით სპეციალისტი ჩნდება. ყველას აქვს განათლება, ტრენინგები, გამოცდილება. ზოგს ათასობით გამომწერი ჰყავს, ზოგს — ძალიან ლამაზი სოციალური ქსელები, ზოგს — უამრავი რეკომენდაცია. და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ხშირად უპასუხოდ რჩება: როგორ გავიგო, რომ სწორედ ეს ადამიანია ჩემთვის? […]