იცით თუ არა, რომ სიცილს მხიარულების გარდა სამკურნალო ეფექტიც აქვს?

ალბათ თქვენს შეგინიშნავთ ან გაგიგიათ, რომ ემოციებს გადამდები ხასიათი აქვს. მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ემოციებს კი არა, ემოციის გამოხატვის მექანიზმებიც გადამდებია. დღეს სიცილის სამკურნალო და სასარგებლო თვისებაზე ვისაუბროთ. სიცილი უმეტესწილად პოზიტიური ემოციების გამომხატველი მექანიზმია. სწორედ სიცილის ამ მხარეს დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია ჩვენი არა მხოლოდ განწყობისათვის, არამედ სხეულისათვისაც. · სიცილი ასტიმულირებს იმუნურ სისტემას. დადგენილია, რომ […]

უკუკავშირის ძალა

უკუკავშირი ადამიან ეხმარება საკუთარი თავის სწორედ შეფასებაში, არასასურველი ქცევის ან კომუნიკაციის შეცვლასა და შესაბამისად, მიზნის მიღწევაში. ეფექტურია უკუკავშირი, თუ უკუკავშირის მიმღებს მიმართავს განმავითარებელი მიზნებისაკენ, აღნიშნავს ძლიერ მხარეებს და აწვდის ინფორმაციას განვითარების შესაძლებლობებზე. უკუკავშირის გარეშე ადამიანები, ან თუ კომპანიაზე ვლაპარაკობთ, თანამშრომლები ვერ გაიზრდებიან, ისინი ვერასდროს მიხვდებიან, კარგად აკეთებენ, თუ ცუდად იმას, რასაც მათგან მოელიან. უკუკავშირის 2 […]

როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვების განვითარებას?

დღეს იტალიელი ფილოსოფოსის, მეცნიერისა და პედაგოგის მარია მონტესორის რეკომენდაციები მინდა გაგაცნოთ. ის ცნობილია აღზრდის განსაკუთრებული მეთოდებითა და ფილოსოფიით. მისი განათლების მეთოდი ამჟამად მრავალ საჯარო, თუ კერძო სკოლაში გამოიყენება, მთელ მსოფლიოში. რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა ბავშვის აღზრდის დროს: თუ მიგაჩნიათ, რომ ბავშვის აღზრდისა და განვითარების საკითხებთან დაკავშრებით პროფესიონალის კონსულტაცია გჭირდებათ, არ გადადოთ. დაჯავშნეთ ვიზიტი – […]

სიტყვის ძალა და მკვლელი დუმილი

დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა ჯერ კიდე ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ბებიამ, მასწავლა სიტყვის ძალა. სიტყვის ძალა უდიდესია. სიტყვა მკურნალია, ის არჩენს, ასაზრდოებს, იმედს სახავს, ასაზრდოებს და განწყობას ქმნის. ბავშვობიდან მესმოდა – „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო“. მჯეროდა და თითოეულ სიტყვაში არსებულ უზარმაზარ ძალას, ენერგიას ვხედავდი, ვგრძნობდი. როდესაც […]

დაავადებების ფარული ფსიქიკური საფუძვლები

ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის მიმართ დამოკიდებულება, ბოლო პერიოდში, საკმაოდ გაჯანსაღდა: ყოველწლიურად მომართვიანობა მატულობს და ამ სპეციალობის მიმართ ნეგატიური სტერეოტიპები ნელ-ნელა იმსხვრევა, თუმცა ამ სფეროს სრულიად ჯანსაღი მიღებისათვის ჯერ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი, განსაკუთრებით საქართველოში. მიუხედავად ასეთი დასაწყისისა, წინამდებარე სტატია ფსიქოთერაპიისა, ან ფსიქოლოგიის მნიშვნელობაზე არ იქნება. სტატიაში ზოგადად გესაუბრებით ფსიქოსომატური დაავადებების შესახებ და განვიხილავ მათ სიმპტომებს. […]

როგორ დავეხმაროთ მოზარდებს გარდატეხის ასაკში

თითოეული მშობლისათვის, მასწავლებლისა თუ ზრდასრულისათვის, რომლებსაც აქტიური ურთიერთობა აქვთ მოზარდებთან, მეტად მნიშვნელოვანია მოზარდების ანუ თინეიჯერების გარდატეხის ასაკის თავისებურებების ცოდნა, რათა მოზარდებს შევუწყოთ ხელი ამ ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი, ცხოვრებისეული გარდამტეხი ეტაპის გადალახვაში. განწყობის ხშირი ცვალებადობა, დამკვიდრებული/დაწესებული ნორმებისა და წესების წინააღმდეგ აჯანყება, უცნაური ჩაცმულობა და გაუგებარი ინტერესები, ჰობი – თითქოს ასე გამოიყურება გვერდიდან მოზარდობის კრიზისი. მაგრამ რეალურად […]

7 ნიშანი იმისა, რომ ფსიქოლოგის დახმარება გჭირდებათ

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია (APA) რეკომენდაციას იძლევა მიმართოთ ფსიქოლოგს, როდესაც ცხოვრებაში რაიმე მოვლენა, ან მოცემულობა იწვევს სტრესს და ხელს გიშლით დაბალანსებულ ცხოვარებში (თქვენი ცხოვრების რომელიმე სფეროს), განსაკუთრებით მაშინ, როდესაც: თუ თქვენ განიცდით ზემოთ აღწერილ სიმპტომებს, მჯობესია მიმართოთ ფსიქოლოგს. თუ ხვდებით, რომ აღნიშნული გამოწვევები აკონტროლებენ თქვენს ცხოვრებას და ზიანს აყენებენ თქვენს ემოციურ მდგომარეობას, განსაკუთრებით მნიშნელოვანია დაიხმაროთ სპეციალისტი. […]

სტრესის სიმპტომები

სტრესი თითოეულ ჩვენგანზე ახდენს გავლენას. ის წარმოადგენს რეაქციას გარე გამღიზიანებელზე, ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სტრესი არის ისეთი მოცემულობა, რომლის მიმართაც ჩვენი ავტომატიზებული რეაქციები, ქმედებები აღარ მუშაობს, საჭიროა ახალი ქცევითი მოდელი რათა დავძლიოთ ის. ნებისმიერი სიახლე ცხოვრებაში სტრესული ხასიათისაა, რადგან მოითხოვს ახალი უნარის გამომუშავებას, რასაც მეტი ენერგია სჭირდება, ვიდრე ავტომატიზებულ რეაქციას. სტრესული ვითარება ყოველთვის ნეგატიური […]