Slay – season 1, episode 1 – ბრძოლა თავისუფლებისათვის

Slay – season 1, episode 1 – ბრძოლა თავისუფლებისათვის
რა არის აფირმაცია?

აფირმაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ყველაზე ჯადოსნური ტექნიკაა, რომელიც ადამიანს ეხმარება საკუთარი ცხოვრების უკეთესობისაკენ ტრანსორმაციაში. ბევრი სკეპტიკურად უყურებს მას, ამიტომ ამ ბლოგში შევეცდები ავხნა თუ რა მექანიზმებით მუშაობს აფრიმაცია და როგორ შეიძლება მისი გამოყენება. ჩვენ ვიბადებით სურილებით, მოთხოვნილებებით. ახალშობილი ბავშვი, როგორც კი სამყაროს მოევლინება, იმ წუთიდან (არის მოსაზრებებიც, რომ მანამდეც, ანუ მუცლად ყოფნის პერიოდიდან) ნელ-ნელა ეცნობა […]
მოზარდების ფსიქიკური კეთილდღეობისათვის გასათვალისწინებელი საკითხები

გაითვალისწინეთ, გარდატეხის ასაკი შეიცვალა – ადრე ითვლებოდა, რომ გარდატეხის ასაკი 13-16 წელი იყო, ახლა უკვე 10-21 წელს ასახელებენ. ქვედა ზღვარმა სქესობრივი მომწიფების დაჩქარებისა და ტექნოლოგიური პროგრესის გამო დაიწია, ზედა ზღვარი კი განათლების ხანგძლივობამ გაზარდა. მოზარდობის ხანის პრობლემები დაკავშირებულია სამ ძირითად ასპექტთან – ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ეგზისტენციალურ-ფილოსოფიური. ფიზიოლოგიურ დონეზე ამპერიოდში მიმდინარეობს ინტენსიური ჰორმონალური პროცესები, იცვლება სხეული, […]
კვებითი აშლილობა

ტერმინი „კვებითი აშლილობა“ კრებითი სახელწოდებაა ისეთი ფსიქიკური აშლილობებისა, სადაც წამყვანია საკვების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები. კვებითი აშლილობის მიზეზები კომპლექსურია. ის ძირითადად ბიო-ფსიქო-სოციალური ფაქტორებითაა განპირობებული. ამ აშლილობების განვითარებას ხელს უწყობს როგორც მემკვიდრული წინასწარგანწყობა, ასევე მასზე გავლენას ახდენს პიროვნების ხასიათი, სოციო-კულტურული გარემო, მაგალითად, რა ღირებულებითი კონტექსტია სოციუმში, როგორია, ე.წ., სილამაზის სტანდარტი და ა.შ. რაც უფრო ადრეულ სტადიაზე შევძლებთ […]
როგორ ამოვიცნოთ დეპრესია?

დეპრესია (ძირითადი დეპრესიული აშლილობა) არის გავრცელებული და სერიოზული სამედიცინო დაავადება, რომელიც უარყოფითად აისახება იმაზე, თუ როგორ გრძნობთ თავს, როგორ ფიქრობთ და როგორ მოქმედებთ. საბედნიეროდ, ის ასევე განკურნებადია. დეპრესია იწვევს სევდის განცდას და/ან ინტერესის დაკარგვას იმ აქტივობების მიმართ, რომლებიც ადრე გსიამოვნებდათ. ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ემოციური და ფიზიკური პრობლემები და შეამციროს თქვენი მუშაობის უნარი სამსახურში და […]
სიყვარულის 5 ენა

„უსიყავარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ“. სიყვარული ერთ-ერთი თითქოსდა ამოუხსენილი, მაგრამ ყველასათვის მიმზიდველი გრძნობაა. ამოუხსნელობის მიუხედავად ვგრძნობთ, გვიპყობს, გვაფორიაქებს და სტიმულს გვაძლევს. ყველას თავისებური გაგება აქვს სიყვარულის და ხშირად დიდი კამათიც მინახავს, თუ როგორ უმტკიცებს ერთი ადამიანი მეორეს ეგ სიყვარული არააო. ჩემთვის სიყვარული ცხოვრების მამოძრავებელი ძალა და რთულ ვითარებაში მთავარი საყრდენია. […]
ემოციური ინტელექტი

“IQ gets you hired, but EQ gets you promoted” აკონტროლეთ თქვენი ემოციები, განცდები, სანამ ისინი დაიწყებენ თქვენი ცხოვრების მართვას. ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნარი ემოციური ინტელექტია. სანამ ემოციური ინტელექტის მნიშვნელოვნებაზე ვისაუბრებ, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ემოციური ინტელექტის განვითარება ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია და სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას ცხოვრების ნებისმიერ მომენტში 180 გრადუსით შევცალოთ ჩვენი ცხოვრება და […]
ცვლილებების ფორმულა

იცით, რომ არსებობს ცვლილების ფორმულა? რიჩარდ ბექჰარდმა და დევიდ გლაჩერმა შეიმუშავეს ცვლილების ფორმულა, რომელიც აღწერს მოდელს იმ ძალების შესაფასებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზაციებში ცვლილებების წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე. ეს ფორმულა ასევე ვრცელდება პიროვნულ ცვლილებებზე. მაშ, რა განსაზღვრავს სასურველი ცვლილებების შესაძლებლობას? ცვლილებები მოხდება შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში: უ * ს * პნ > ცწ უ – უკმაყოფილება […]
თვით-ქოუჩინგი

სამყაროში ერთადერთი, რისი შეცვლაც შეგვიძლია, ეს არის საკუთარი თავი და აქ არის ჩვენი ერთადერთი შანსი, შევცვალოთ სამყარო – შერი ქოუჩინგის მთავარი იდეა ისაა, რომ მუშაობის შედეგად ადამიანი სწავლობს საკუთარი პრობლემების/ამოცანების გადაჭრას, გამოწვევების იდენტიფიცირებას და საკუთარ თავში ყველა საჭირო რესურსის პოვნას. პროფესიონალი ქოუჩი არა მხოლოდ ეხმარება კლიენტს გამოსავლის პოვნაში და პრობლემის გადაჭრაში, არამედ ასწავლის როგორ მოაგვაროს, […]
ბალანსის ბორბალი

როგორ შევადგინოთ ბალანსის ბორბალი? არც თუ ისე დიდი ხნის წინ ცხოვრების ბალანსის ბორბალი ქოუჩინგის პროფესიონალურ სფეროს ინსტრუმენტად ითვლებოდა. თუმცა, ინსტრუმენტი იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ მალე გავრცელდა ინტერნეტით და შეიძლება ვთქვათ, რომ საყოველთაო კუთვნილების ინსტრუმენტადაც იქცა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, ჩემი ბლოგის ეს სივრცე ამ ტექნიკას დავუთმო და გაგიზიაროთ მისი გამოყენების არეალი. ტექნიკის არსი ძალიან მარტივია და […]