ნუ შემიყვარებთ თუ უკვე მკვდარი ვარ, გემუდარებით

ბოლო ორი დღეა მთელი საქართველო რაჭაში განვითარებულ ტრაგედიას განიხილავს, გლოვობს, ტკივილითა თუ ცრემლით გაივსო საინფორმაციო სივრცე. მთავრობამაც არ დააყოვნა და ორშაბათი გლოვის დღედ გამოაცხადა. ტკივილის, სიმწრის და უსუსურობის განცდა მახრჩობს. ამას დანაშაულის და ბრაზის ემოციები გარს ეხვევა და ვერაფერს ვაკეთებ, შეკითხვების კორიანტელი მიტრიალებს თავში: რატომ? რატომ ვართ ასეთი მონები, ზედაპირულები და უბედურები? რატომ ვწირავთ ერთმანეთის […]
როგორ დავგეგმოთ შვებულება

შვებულება, ისევე როგორც ნებისმიერი ცხოვრებისეული მნიშვნელოვანი მოვლენა წინასწარ დაგეგმილი უნდა გვქონდეს. ბევრს ჰგონია, რომ შვებულება ფუფუნებაა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ შვებულება აუცილებელი ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში, რაც უზრუნველყოფს წარმატებულ, ჰარმონიულ, ბედნიერ და ჯანსაღ ცხოვრებას. პირველ რიგში მნიშვნელოვანია განვიხილოთ თუ ვინსთან ერთად, როგორ და რა კრიტერიუმების მიხედვით ვაპირებთ შვებულების გატარებას. თუმცა, აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, […]
ასერტულობა როგორც ჰარნომიის და წარმატების მიღწევის მთავარი უნარი

თანამდეროვე სამყაროში წარმატებული და ბედნიერი ცხოვრებისათვის პიროვნული უნარების მნიშვნელოვაზე უკვე აღარავინ დაობს. დღეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უნარზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება, რომელიც სამწუხაროდ არც თუ ისე პოპულარულია. არადა სწორედ ეს უნარი შეიძლება მივიჩნიოთ ბედნიერი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ ვექტორად. მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია გარშემომყოფებისგან სამართლიანი, თანაწორი მოპყრობის მიღება და ჯანსაღი ურთიერთობების შენარჩუნება. ამისთვის კი, აუცილებელია […]
ემიგრაციის სტრესი

ემიგრაციის პროცესს თან ახლავს მრავალი სირთულე, რომელთა შორის აღსანიშნავია უცხო ქვეყნის კულტურულ გარემოსთან ადაპტაციის პროცესი ანუ ემიგრაციასთან დაკავშირებული სტრესი. აღნიშნული სტრესი წარმოადგენს ფსიქიკურ დაძაბულობას, რომელიც წარმოიშვება ახალ კულტურასთან ადაპტაციის დროს და თან ახლავს ნეგატიური განცდების მთელი კომპლექსი. ამ სახის სტრესი შეიძლება რამდენინე მიმართლებას მოიცავდეს: მიგრაციის დროს ადამიანში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებები ხშირად იწვევს თვითშეფასების რყევას, […]
Ანარეკლების Სამყარო – დასაწყისი

Წარმოიდგინე უკიდეგანო სივრცე, რომელსაც არც საწყისი აქვს და არც დასასრული. ენერგია, რომელიც სხვადასხვა ანარეკლებს ქმნის და ნებისმიერ ფომრაში, ფერში, განცდაში, ემოციაში ან სულაც რაშიც გინდა იმაში გარდაიქმნება. ეს გარდაქმნები უსაზღვრო რაოდენობის ანარეკლების სახით მოძრაობენ, ზოგისთვის არსებობენ ზოგისთვის კი არა. Სამყარო სადაც ამ ანარეკლების დახმარებით საკუთარი ანარეკლი უნდა იპოვო და შემდეგ შენც ასარეკლი ენერგია შექმნა…. ამ […]
რეკომენდაციები აბიტურიენტებისათვის, ანუ როგორ დავძლიოთ სტრესი გამოცდებზე

ახლოვდება აბიტურიენტების მისაღები გამოცდები და რა თქმა უნდა, მღელვარებაც იმატებს. წელს, ჩემთვისაც განსაკუთრებულია ეს მისაღები გამოცდები, რადგანაც ჩემი შვილი – ნიკოლოზიც აბარებს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე რამდენიმე რჩევა დავწერო, რომელიც გამოცდებზე სტრესის სიმწვავის შემცირებისაკენ იქნება მიმართული. რეკომენდაციები ორ ნაწილად დავყავი: პირველი – გამოცდამდე პერიოდი და მეორე – გამოცდის მსვლელობისას. განვიხილოთ თითოეული მათგანი: შფოთვა ჩვენი ბაზისური ემოციაა, […]
მადლიერების წერილი: დღეს ჩემი დაბადების დღეა და მადლობა, რომ გამაჩინე

ყოველთვის მიყვარდა დღესასწაულები: დაბადების დღეები, ახალი წელი, ან ნებისმიერი საჯარო ღონისძიებები. ალბათ, ბავშვობიდან რომანტიკოსი ვაყავი, სადღესასწაულო დეკორაციები, აღნიშვნის სცენარები, საჩუქრები ჩემთვის მნიშვნელოვანი არტიბუტები იყო და შეიძლება ითქვას, თითოეულ დეტალზე ფიქრი, დღესასწაულთან მიახლოება უკვე დიდ, ზღაპრულ, პოზიტივით და სიყვარულით სავსე სამყაროს ქმნიდა, სადაც ყველა, მხიარულ, ბედნიერ და სიურპრიზებით სავსე სამყაროში უნდა გადაბარგებულიყო. ზრდასრულ ასაკში გავაცნობიერე, რომ […]
გადადებული ცხოვრების სინდრომი

ჩვენი ცხოვრება სწრაფად მიედიენება, მოძრაობს. დღეები გაელვებასავითაა, თვეებიც მიფრინავენ, გადის წლები. თუ თქვენი ცხოვრების განმავლობაში ცდილობთ დროს დაეწიოთ, მუდმივად მისდევთ მას, ალბათობა იმისა, რომ თქვენი ცხოვრების მნიშნელოვანი პერიოდი ამ დაუსრულებელ მარათონს მიეძღვნება, ძალიან დიდია. ეს მარათონი კი თქვენ ყველანაირ საშუალებას გაკარგინებთ მიაღწიოთ თქვენს სურვილებს და იცხვროთ ბედნიერი და ჰარმონიული ცხოვრებით. აუცილებლად დგება მომენტი როცა ისმის […]
მადლიერების ძალა

რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია… მადლიერების განცდა უზარმაზარ სასიკეთო ენერგიას მოიცავს. ეს უნარია, მას ვსწავლობთ და ამით ჩვენს ცხოვრებას პოზიტივისა და სიკეთისაკენ ვუხსნით გზას. თითქოს ძალიან ბანალურად ისმის, თუმცა მოდით, ამ ბლოგში განვიხილოთ მადლიერების ბენეფიტები, რომლებიც მეცნიერულად დამტკიცებულია. სანამ მეცნიერებას მოვიშველიებ, ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო: ყველას გვსურს ბედნიერება და მივიწევთ […]
პანიკური შეტევები – სიმპტომები და მართვა

პანიკური შეტევა შიშის ან დისკომფორტის ეპიზოდია, რომელიც იწყება უცბად, მკვეთრად გამოხატული სიმპტომებით: · გულისცემის უეცარი გაძლიერება და გახშირება; · ტკივილი გულ-მკერდის არეში; · უეცრად წარმოშობილი, უმიზეზო საფრთხის შეგრძნება; · განგაშის განცდა, შფოთვა; · მარტო დარჩენის შიში; · სიკვდილის გადაულახავი შიში; · მოჭერითი და მოვლითი ტკივილი ეპიგასტრიუმში; · კიდურების დაბუჟება; · ტრემორი; · გაძლიერებული ოფლდენა; · […]