ჩემი საავტორო წიგნის პრეზენტაცია

ესეც ასე!10 ნოემბერს ჩემი წიგნის პრეზენტაცია შედგა ლიტერატრის მუზეუმში. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა სტუმარს ვინც დამღლელი სამუშაო დღისა და კვირის შემდეგ დრო გამონახა და საცობების მიუხედავად, მოვიდა ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე.მაქსიმალურად ვეცადე ღონისძიება სტანდარტული წიგნის პრეზენტაციისგან განსხვავებული ყოფილიყო და დამსწრეებისთვის სასიამოვნო საღამოსთან ერთად, სახალისო და დასამახსოვრებელი მომენტები შეგვექმნა.წიგნი – რომელსაც მე სახელმძღვანელოს უფრო ვეძახი, […]

დედობა – გააზრებული სოციალური როლი თუ ინფანტილური სურვილი

ბოლო დღეებში სოციალური ქსელი აჭრელდა ინფორმაციით დედაზე, რომელიც დაკარგული იყო და შემდეგ სკვერში იპოვეს. ამ ისტორიის დეტალების განხილვას არ დავიწყებ, თუ სურვილი გაქვთ, სხვა არხებზე ნახავთ. დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემაზე, დედობაზე, როგორც სოციალურ როლზე, პასუხისმგებლობაზე და არჩევანზე მინდა გესაუბროთ. რადგანაც სოციალური ქსელი ამ საკითხს ისევ ინფანტილური და ეფემერული, თუმცა ლოგიკურად გამყარებული კავშირებით იხილავს, რაც ამ […]

ძილის ჰიგიენა

ძილის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა ტვინის დასვენება და აღდგენა. ღრმა ძილის დროს თავის ტვინის ქერქი, რომელიც პასუხისმგებელია აზროვნებაზე, მეხსიერებასა და მეტყველებაზე, გადადის აღდგენის რეჟიმში. რა ემართება თქვენს სხეულს, როცა საკმარისად არ გძინავთ? მოკლედ რომ შევაჯამოთ, ძილის ნაკლებობა: ქეით მიხაილი, ჟურნალისტი და წიგნის ავტორი “ასწავლე ძილი საკუთარ თავს: სახელმძღვანელო ადამიანისგან, რომელსაც ერთ დროს უძილობა აწუხებდა” რამდენიმე მნიშველოვან […]

რა ზეგავლენას ახდენს ძილი ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე

ხშირად გვესმის, რომ დღეში რვა საათის ძილი აუცილებელია. ეს რეკომენდაცია გაცემულია სხვადასხვა ქვეყნების ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოების თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. მაგრამ საიდან გაჩნდა ეს რეკომენდაცია? სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევები თანახმად, სადაც იკვლედნენ თუ რამდენად ხშირად ავადდება ადამიანი სხვადასხვა პოპულაციაში, მივიდნენ ერთ დასკვნამდე: ადამიანები, რომლებსაც უძილობა აწუხებთ, ისევე როგორც ისინი, ვისაც ძალიან ბევრი სძინავს, უფრო მოწყვლადები […]

განდის 7 მომაკვდინებელი ცოდვა და ბედნიერი ცხოვრების 7 წესი

,,ნუ დაკარგავ კაცობრიობის რწმენას. კაცობრიობა ოკეანეს ჰგავს და მთელს ოკეანეს რამდენიმე ბინძური წვეთი ვერ დააბინძურებს.“ – მაჰათმა განდი არაძალადობის საერთაშორისო დღე აღინიშნება 2 ოქტომბერს, ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ლიდერის, არაძალადობრივი ფილოსოფიისა და სტრატეგიის პიონერის, მაჰათმა განდის დაბადების დღეს. არაძალადობრივი მოქმედების პრინციპი – ასევე ცნობილი როგორც არაძალადობრივი წინააღმდეგობა – უარყოფს ფიზიკური ძალადობის გამოყენებას სოციალური ან პოლიტიკური ცვლილებების […]

ბედნიერი და ხანგძლივი ცხოვრების საიდუმლო – იკიგაი

იაპონია მსოფლიოში პირველ ადგილზეა სიცოცხლის ხანგძლივობით ანუ დღეგრძელი ადამიანების რიცხვით. ამიტომ იაპონური ფილოსოფია ბედნიერი და ხანგრძივი ცხოვრების შესახებ, რომელიც იკიგაის სახელით არის ცნობილი, სულ უფრო პოპულარული ხდება. ცხოვრების აჩქარებულმა რიტმა მოიტანა ის, რომ ადამიანები ყოველდღურ რუტინულ საქმიანობებში ისე ვართ ჩაფლულები, რომ ჩვენი ქმედებების გაანალიზების დროც არ გვრჩება. გარკვეულ ეტაპზე, ეგზისტენციალური კრიზისის წინაშეც ვდგებით და გვიჭირს […]

ფსიქიკური ჯანმრთელობა ხანდაზმულ ასაკში

თანამდროვე სამყაროში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ხანდაზმულ ასაკში სულ უფრო აქტუალური ხდება. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და სიბერის საზღვრებმაც მნიშვნელოვნად წინ წაიწია, შესაბამისად ყოველწლიურად იზრდება ხანდაზმულთა რიცხვი. ხანდაზმულ ასაკში ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ასაკობრივი ცვლილებები იწყება, რომლებთანაც ადამიანს ადაპტაცია სჭირდება. იცვლება სოციალური, პროფესიული (საპენსიო) სტატუსი, უფრო რთული ხდება ყოველდღიური დავალებების შესრულება შემეცნებითი პროცესების დაქვეითების გამო (მეხსიერება, […]

ფსიქოლოგიური ტესტი ერთი სურათით

ეს ფსიქოლოგიური ტესტი მიგანიშნებთ თქვენი პიროვნების ფარულ მხარეზე, ამიტომ შეეცადეთ დააფიქსიროთ პირველი ასოციაცია რასაც დაინახავთ, რათა ეს ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდეს. ტესტის ინტერპრეტაცია: თუ შეამჩნევთ ორ ხეს ან ხეებს, მაშინ თქვენ მშვიდობისა და სიმშვიდისკენ ისწრაფვით. თქვენ ხართ გაწონასწორებული და რომატიული ადამიანი. ცხოვრებაში ყველაზე მეტად, გსურთ მიპოვოთ შინაგანი ჰარმონია, წონასწორობა და სიმშვიდე საკუთარ თავში. ამიტომ ხშირად თქვენს […]

სკოლისაკენ ჰერი, ჰერი!

ზაფხულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი სიმშვიდე, გართობა და დასვენებაა. როდესაც მაღვიძარა გამორთულია, ვალდებულებები და პასუხიმგებლობები მინიმუმამდე დაყვანილი და ფაქტობრივად, ბავშვები მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებაზე და ხალისზე არიან ორიენტირებულები. აქვე აღვნიშნავ, რომ საზაფხულო არდადეგები ყველაზე გრძელვადიანი დასვენებაა სასწავლო პროცესში და ეს თავის მხრივ, კიდე უფრო ართულებს აქტიურ, საქმიან ყოველდღიურ რუტინასა თუ პასუხისმეგლობებში, სასკოლო პროცესის გარდა სხვადასხვა საგანმანათლებლო […]

როგორ ვქმნით ჩვენი ცხოვრების ისტორიას

თავის ტვინს ერთი საინტერესო თვისება აქვს:ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო და ჩვენში ხდება ერთმანეთთან მიზეზ-შედეგობრივად უნდა იყოს დაკავშირებული და მათ შორის ლოგიკური კავშირები უნდა არსებობდეს. თუმცა რიგ შემთხვევებში ეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები არ არსებობს, მაგრამ ჩვენი ტვინი მაინც ახერხებს მათში კავშირების მოძებნას. ამ ფენომენს აპოფენია ეწოდება. შეხედეთ ფოტოებს, რას ხედავთ? ღრუბლებში გამოსახული სახეები თუ სხვადასხვა საგნები, მომღიმარი […]