სიყვარულის მრავალფეროვნება: რომანტიკა, ფილოსოფია და მეცნიერება

სიყვარული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო და ამავდროულად, ყველაზე ნაცნობი გრძნობაა. ის აღელვებს პოეტებს, აინტერესებს ფილოსოფოსებს და აკვირვებს მეცნიერებს. ამ ბლოგში მინდა ვისაუბრო სიყვარულის მნიშვნელობაზე, გავიხსენო ცნობილი ადამიანების გამონათქვამები და შევხედო ამ გრძნობას მეცნიერული თვალითაც. რომანტიკული სიყვარული: პოეტების მუზა რომანტიკული სიყვარული ხშირად აღიწერება, როგორც ყოვლისმომცველი, მძლავრი გრძნობა, რომელიც ცვლის ჩვენს აღქმას სამყაროზე. როგორც უილიამ შექსპირი ამბობდა: […]

Baby blues (ბეიბი ბლუზი), ანუ მშობიარობის შემდგომი სევდა – რა არის და რამდენ ხანს გრძელდება?

ბავშვის დაბადება სასიხარულო, გასაოცარი და ძალიან ამაღელვებელი დროა. ამ სასიხარულო დროს ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგებიან მშობლები. ახალი როლის მორგება, აქამდე არსებული ჩვებები, რუტინული ქცევები უკვე ვერ პასუხობს ახალ მოცემულობას, საჭიროა ახალი ქცევებისა და ჩვევები გამომუშევება, დღის რუტინული ქცევებისა და პასუხისმგებლობების შესაბამისად. სწორედ ამიტომ ხშირად ეს ახალი ვითარება დასაწყისისათვის სტრესული ხასიათისაა და შესაბამისად იწვევს გარკვეულ […]

რა გავლენას ახდენს სტრესი ორსულზე და ნაყოფზე

ორსულობა ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, ამიტომ ამ დროს მღელვარება, ხანდახან წუხილი და შფოთვა ძალიან ბუნებრივი პორცესია. თუმცა აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ქრონიკულმა სტრესმა შესაძლოა ორსულისა და ნაყოფის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ამიტომ, მოდით განვიხილოთ ორსულობის დროს სტრესის სიმპტომები, შედეგები და როგორ შეიძლება ვმართოთ ის. ორსულობის დროს სტრესის სიმპტომები ძალიან განსხვავებულია, თუმცა ყველაზე ხშირად ის შეიძლება გამოვლინდეს […]

მუსიკა, როგორც თერაპია

პირველი მარტი მუსიკის თერაპიის მსოფლიო დღეა (World Music Therapy Day), ამიტომ დღეს მუსიკის, როგორც თერაპიული მიმართულების შესახებ გიამბობთ. ყველასათვის ცნობილია, რომ მუსიკას დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანზე. მუსიკა ბევრისათვის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ადამიანები უსმენენ მუსიკას, გასართობად, რელაქსაციისათვის, ყურადღების გადასატანად. გარდა ამისა, ბევრი, მუსიკას საკუთარი მიზნების მიღწევისა და ყოველიური საქმეების შესრულების მოტივაციის ასამაღლებლადაც იყენებს. მუსიკას […]

როგორ მოქმედებს ფსიქიკური პროცესები გულსა და სისხლძარღვებზე?

ჩვენი ფსიქიკა ფიზიოლოგიურია. ცენტრალური ნერვული სისტემა ახორციელებს და კოორდინაციას უწევს არა მხოლოდ ჩვენს კოგნიტურ (გონებრივ) ფუნქციებს, ემოციებსა და ქცევას – ის აკონტროლებს ორგანიზმში არსებულ ყველა სასიცოცხლო პროცესს და უკავშირდება შინაგან ორგანოებს პერიფერიული ნერვული სისტემის მეშვეობით. ხოლო თავად ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას არეგულირებს ტვინის ნეიროტრანსმიტერები. ეს არის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც მოქმედებენ როგორც ელექტროქიმიური იმპულსების გადამცემები […]

ჩვენი კონტროლის ზონა

ხშირად გრძნობთ გადაღლას, გამოფიტვას, იმედგაცრუებას? იმედგაცრუების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს სურვილების, მიზნების არასწორი ფორმულირება და კონტროლის ზონის მიღმა მოძრაობის სურვილი. ეს კი ხშირად იმედგაცრუებას გარდა იწვევს საკუთარი თავის რწმენის დაკარგვას, გაღიზიანებას, წყენას, ბრაზს და ზოგჯერ სამყაროს/გარემოს მტრულად აღქმას. ამიტომ, მოდით ჩამოვაყალიბოთ რა არის ჩვენი კონტროლის ზონაში: ჩვენი ოცნებები, მიზნები, სურვილები, ამოცანები; ჩვენი ფიქრები და წარმოდგენები; […]

თქვენ რომელი ხართ, ახალი წლის მოყვარული თუ “გრინჩი”?

თქვენ რომელი ტვინი გაქვთ: „წინასაახალწლო ტვინი“ თუ „გრინჩის“ ტვინი ახალი წელი დიდ სამზადისთან და რაღაც ჯადოსნურ განწყობასთან ასოცირდება ძირითადა, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სულაც არ უყვართ არც „ჯადოსნური“ წინასაახალწლო სამზადისი, ასეთ ადამიანებს ხშირად „გრინჩებადაც“ მოვიხსეინებთ. 2015 წელს, კოპენჰაგენის უნივერსიტეტში, მეცნიერებმა ჩაატრეს მცირე კვლვა, რომლის შედეგადაც პირვლად შემოიღეს ტერმინი “წინასაახალწლო ტვინი”. კვლევაში ჩაერთო 20 პირი, რომელთა […]

ვარჯიშის დადებითი ზემოქმედება დეპრესიაზე და სხვა ფსიქიკურ პრობლემებზე

ფსიქიკური აშლილობები მსოფლიოში ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევი წამყვანი მიზეზია. 2019 წელს მენტალური პრობლემები 8-იდან ერთ ადამიანს აწუხებდა. ამასთანავე, ახალი კვლევებით იკვეთება, რომ შუახნის ასაკში ადამიანთა დაახლოებით 20% შედარებით მწვავე ფსიქოლოგიურ დისტრესს განიცდის. სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მკვლევრები მიიჩნევენ, რომ დეპრესიისა და სხვა გავრცელებული ფსიქიკური პრობლემების მკურნალობისას ერთ-ერთი უპირატესობა ვარჯიშს უნდა მიენიჭოს. კვლევები აჩვენებს, რომ რეგულარულ ვარჯიშს ბევრი […]

გაცნობიერებული კვების პრაქტიკა დიეტის და შიმშილის ნაცვლად

წონასთან დაკავშირებული პრობლემები, ჭარბწონიანობის პრობლემა 21-ე საუკუნი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. უამრავი მეცნიერული კვლევის შედეგი ცხადჰყოფს, რომ სიმსუქნე სერიოზული ფსიქო-ემოციური და ბიოლოგიური პრობლემაა, ინტერნეტში ასე უხვად გავრცელებული ჯადოსნური დიეტები კი მხოლოდ და მხოლოდ მითი. სტატისტიკის თანახმად, ზედმეტი წონის მქონე ყოველი ადამიანი საშუალოდ წელიწადში ოთხჯერ მაინც არის დიეტაზე. იმავე სტატისტიკის მიხედვით ითვლება, რომ დიეტაზე მყოფ ადამიანთა […]

ნუ შეჭამ სტრესს!ემოციური შიმშილი

„ემოციური კვება“ მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია, რომელიც ნეგატიური ემოციების ფონზე საჭმლის მიღებას გულისხმობს. ამ დროს კვებითი ქცევა ნეგატიურ ემოციებთან გამკლავების მექანიზმს წარმოადგენს. ნეგატიური ემოციების მიზეზი კი ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული სხვადასხვა ფსიქოლოგიური სტრესის შედეგად ყალიბდება. სწორედ ამიტომ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ემოციურ კვებას სტრესი განაპირობებს. ამ ყველაფერს ფიზიოლოგიური მექანიზმი უდევს საფუძვლად. სტრესის დროს ადამიანის მთლიანი ორგანიზმი მობილიზებულ, […]