თეთრი ბოცვრის სინდრომი: დროის შფოთვა და განცდა, რომ ცხოვრებაში მუდმივად ვაგვიანებთ

გახსოვთ ლუის კეროლის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ ყველაზე ნერვიული პერსონაჟი? თეთრი ბოცვერი, რომელიც ხელში ჯიბის საათით დარბის, გამუდმებით საათს დაჰყურებს და შეშინებული იმეორებს: — ოჰ, ღმერთო ჩემო! როგორ ვაგვიანებ! როგორ ვაგვიანებ! საოცრებათა ქვეყანა სავსეა საოცრებებით, მოლაპარაკე ყვავილებითა და ჯადოქრობით, მაგრამ ბოცვერი ამას ვერ ამჩნევს. ის დროის ტყვეა. მისი გონება მთლიანად დაპყრობილია მომავლის შიშით და წითელი დედოფლის […]
ბავშვი და აგრესია: რატომ ირჩევს მოზარდი ძალადობას, როგორ ამოვიცნოთ სიგნალები და რა შეგვიძლია გავაკეთოთ?

როდესაც მედიაში ან სოციალურ ქსელებში მოზარდთა შორის ძალადობის მორიგ ამბავს ვხედავთ, საზოგადოების პირველი რეაქცია ხშირად გაბრაზება, შიში ან დამნაშავის ძებნაა. მე კი, როგორც ფსიქოლოგი, ჩემს პრაქტიკაში ყოველდღიურად ვრწმუნდები ერთ მარტივ სიმართლეში: არცერთი ბავშვი არ იბადება მოძალადედ. აგრესიული ქცევა, ფიზიკური თუ ვერბალური ძალადობა არ არის ბავშვის “ცუდი ხასიათი”. ეს არის დახმარების ყვირილი. სიგნალი იმისა, რომ მოზარდი […]
ყველას აინტერესებს, მაგრამ ცოტას სურს საუბარი — სექსუალური განათლების პარადოქსი

რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში წყვილების ინტიმურ ურთიერთობებზე ვსაუბრობდი. გადაცემიდან ამოჭრილმა ერთმა მოკლე ფრაზამ სოციალურ ქსელში 700,000-ზე მეტი ნახვა დააგროვა. მოვიდა ასობით კომენტარი. ზოგი მემხრობოდა. ზოგი კატეგორიულად არ მეთანხმებოდა. ზოგი კამათობდა. ზოგიც უბრალოდ ბრაზობდა. მაგრამ ყველაზე მეტად ერთმა რამემ დამაფიქრა. ჩემი გამოცდილებით, სექსუალურ განათლებაზე არც ერთ ლექციას, სტატიას, საჯარო დისკუსიას ან პროფესიულ შეხვედრას მსგავსი […]
რატომ აღარ მელაპარაკება ჩემი მოზარდი?

ერთხელ ერთმა დედამ მითხრა: — „არ ვიცი, როდის მოხდა. ადრე ყველაფერს მიყვებოდა. ახლა ოთახის კარს კეტავს და მხოლოდ ერთ სიტყვას მეუბნება: „კარგად ვარ.“ ხშირად მშობლები ამ მომენტს ძალიან მტკივნეულად განიცდიან. ბავშვი, რომელიც წლების განმავლობაში ყველა ამბავს უზიარებდა, უცებ თითქოს შორს მიდის. აღარ ლაპარაკობს. აღარ ეკითხება. აღარ უზიარებს. და ბევრ მშობელს სწორედ აქ უჩნდება კითხვა: რატომ […]
რატომ არიან ქალები ყველაზე მკაცრები ლამაზი ქალების მიმართ?

ყველაზე სასტიკი წინადადება, რომელიც ოდესმე ლამაზ ქალზე წამიკითხავს, კაცს არ დაუწერია. ერთმა ქალმა დაწერა. — ძალიან ცდილობს. — თავი ვინ ჰგონია? — სულ ყურადღება უნდა. — ლამაზია და ეგაა. — ამან რა უნდა იცოდეს? საკმარისია ლამაზმა ქალმა ფოტო დადოს. საკუთარი აზრი თქვას. წარმატებაზე ისაუბროს. ან — ყველაზე საშიში — უბრალოდ კარგად იგრძნოს თავი. და სასამართლო […]
სანამ შენ დუმხარ, TikTok შენს შვილს ესაუბრება

ერთმა დედამ ცოტა ხნის წინ ჩემს კაბინეტში მითხრა: „ამ თემებზე შვილთან ვერ ვსაუბრობ“. როცა ვკითხე, რას გულისხმობდა, მიპასუხა: “ სექსზე, სხეულზე, ურთიერთობებზე… ამ ყველაფერზე”. და ეს სიტყვა — „ვერ“ — ისე ჩვეულებრივად, ისე აბსოლუტურად მშვიდი ტონით თქვა, თითქოს ამინდის პროგნოზს ან ხვალინდელი სადილის მენიუს განიხილავდა. ყველაზე მეტად იმან შემაშინა, რომ ეს „ვერ“ პრობლემად საერთოდ აღარ […]
როგორ ავირჩიოთ კარგი ფსიქოლოგი?

ოდესაც ადამიანი პირველად იწყებს ფსიქოლოგის ძებნას, ხშირად ერთი და იგივე ფრაზას წერს: „კარგი ფსიქოლოგი თბილისში“. რამდენიმე წუთში ეკრანზე ათობით სპეციალისტი ჩნდება. ყველას აქვს განათლება, ტრენინგები, გამოცდილება. ზოგს ათასობით გამომწერი ჰყავს, ზოგს — ძალიან ლამაზი სოციალური ქსელები, ზოგს — უამრავი რეკომენდაცია. და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ხშირად უპასუხოდ რჩება: როგორ გავიგო, რომ სწორედ ეს ადამიანია ჩემთვის? […]
რა არის ფსიქოსინთეზი?

ერთხელ ერთმა კლიენტმა მითხრა: — „ზოგჯერ მგონია, რომ ჩემში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს.“ ერთი ნაწილი დილით სამსახურში მიდის. მეორე უკვე დაღლილია. მესამე ყველაფრის მიტოვებაზე ფიქრობს. მეოთხე კი გამუდმებით მეუბნება: — „ისევ ვერ გამოგივა.“ ალბათ ბევრ ადამიანს გამოუცდია მსგავსი განცდა. ერთი რამე გინდა, აკეთებ მეორეს. გიყვარს ადამიანი, მაგრამ მასთან ყოფნა გიჭირს. გინდა დაისვენო, მაგრამ თავს უფლებას არ […]
ჯგუფური თერაპია – ჰარმონიის, პიროვნული ზრდის და წარმატების გზა

ყველას გვქონია მომენტები, როდესაც გვიფიქრია: “ნეტავ სხვებსაც აქვთ თუ არა მსგავსი გამოწვევები?” ან “როგორ უმკლავდებიან სხვები ამ სიტუაციას?” ჯგუფური თერაპია სწორედ ის უნიკალური სივრცეა, სადაც ამ კითხვებზე პასუხებს ვპოულობთ და ვსწავლობთ, რომ ჩვენს გამოწვევებში მარტო არ ვართ. რა არის ჯგუფური თერაპია? ჯგუფური თერაპია არის ფსიქოთერაპიის ფორმა, სადაც გამოცდილი თერაპევტის ხელმძღვანელობით, მსგავსი გამოწვევების მქონე ადამიანები ერთად […]
წერილი მზია ამაღლობელს და პროტესტის ყველა მოშიმშილე მონაწილეს

გამარჯობა, პირველ რიგში მადლობით უნდა დავიწყო, თითოეული თქვენთაგანის პროტესტის ფორმა ჩემთვის გმირობის ტოლფასია. ყოველი დილა ჩემს ცხოვრებაში იწყება თქვენი ამბის მოკითვით, ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი ხართ და ეს თითქოს პარადოქსული სიახლოვე კიდე უფრო ამძაფრებს ჩემში თქვენდამი ემოციურ მიჯაჭვულობას. თითქოს აბსურდია ხო გიყვარდეს, დარდობდე, უაღრესად დიდ პატივს სცემდე აბსოლუტურად უცხო ადამიანებს, რომელთანაც არანაირი კომუნიკაცია და პირდაპირი გადაკვეთის […]