ემოციური ინტელექტი

“IQ gets you hired, but EQ gets you promoted” აკონტროლეთ თქვენი ემოციები, განცდები, სანამ ისინი დაიწყებენ თქვენი ცხოვრების მართვას. ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნარი ემოციური ინტელექტია. სანამ ემოციური ინტელექტის მნიშვნელოვნებაზე ვისაუბრებ, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ემოციური ინტელექტის განვითარება ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია და სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას ცხოვრების ნებისმიერ მომენტში 180 გრადუსით შევცალოთ ჩვენი ცხოვრება და […]

ცვლილებების ფორმულა

იცით, რომ არსებობს ცვლილების ფორმულა? რიჩარდ ბექჰარდმა და დევიდ გლაჩერმა შეიმუშავეს ცვლილების ფორმულა, რომელიც აღწერს მოდელს იმ ძალების შესაფასებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზაციებში ცვლილებების წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე. ეს ფორმულა ასევე ვრცელდება პიროვნულ ცვლილებებზე. მაშ, რა განსაზღვრავს სასურველი ცვლილებების შესაძლებლობას? ცვლილებები მოხდება შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში: უ * ს * პნ > ცწ უ – უკმაყოფილება […]

თვით-ქოუჩინგი

სამყაროში ერთადერთი, რისი შეცვლაც შეგვიძლია, ეს არის საკუთარი თავი და აქ არის ჩვენი ერთადერთი შანსი, შევცვალოთ სამყარო – შერი ქოუჩინგის მთავარი იდეა ისაა, რომ მუშაობის შედეგად ადამიანი სწავლობს საკუთარი პრობლემების/ამოცანების გადაჭრას, გამოწვევების იდენტიფიცირებას და საკუთარ თავში ყველა საჭირო რესურსის პოვნას. პროფესიონალი ქოუჩი არა მხოლოდ ეხმარება კლიენტს გამოსავლის პოვნაში და პრობლემის გადაჭრაში, არამედ ასწავლის როგორ მოაგვაროს, […]

ბალანსის ბორბალი

როგორ შევადგინოთ ბალანსის ბორბალი? არც თუ ისე დიდი ხნის წინ ცხოვრების ბალანსის ბორბალი ქოუჩინგის პროფესიონალურ სფეროს ინსტრუმენტად ითვლებოდა. თუმცა, ინსტრუმენტი იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ მალე გავრცელდა ინტერნეტით და შეიძლება ვთქვათ, რომ საყოველთაო კუთვნილების ინსტრუმენტადაც იქცა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, ჩემი ბლოგის ეს სივრცე ამ ტექნიკას დავუთმო და გაგიზიაროთ მისი გამოყენების არეალი. ტექნიკის არსი ძალიან მარტივია და […]

უკუკავშირის ძალა

უკუკავშირი ადამიან ეხმარება საკუთარი თავის სწორედ შეფასებაში, არასასურველი ქცევის ან კომუნიკაციის შეცვლასა და შესაბამისად, მიზნის მიღწევაში. ეფექტურია უკუკავშირი, თუ უკუკავშირის მიმღებს მიმართავს განმავითარებელი მიზნებისაკენ, აღნიშნავს ძლიერ მხარეებს და აწვდის ინფორმაციას განვითარების შესაძლებლობებზე. უკუკავშირის გარეშე ადამიანები, ან თუ კომპანიაზე ვლაპარაკობთ, თანამშრომლები ვერ გაიზრდებიან, ისინი ვერასდროს მიხვდებიან, კარგად აკეთებენ, თუ ცუდად იმას, რასაც მათგან მოელიან. უკუკავშირის 2 […]

სიტყვის ძალა და მკვლელი დუმილი

დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა ჯერ კიდე ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ბებიამ, მასწავლა სიტყვის ძალა. სიტყვის ძალა უდიდესია. სიტყვა მკურნალია, ის არჩენს, ასაზრდოებს, იმედს სახავს, ასაზრდოებს და განწყობას ქმნის. ბავშვობიდან მესმოდა – „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო“. მჯეროდა და თითოეულ სიტყვაში არსებულ უზარმაზარ ძალას, ენერგიას ვხედავდი, ვგრძნობდი. როდესაც […]

7 ნიშანი იმისა, რომ ფსიქოლოგის დახმარება გჭირდებათ

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია (APA) რეკომენდაციას იძლევა მიმართოთ ფსიქოლოგს, როდესაც ცხოვრებაში რაიმე მოვლენა, ან მოცემულობა იწვევს სტრესს და ხელს გიშლით დაბალანსებულ ცხოვარებში (თქვენი ცხოვრების რომელიმე სფეროს), განსაკუთრებით მაშინ, როდესაც: პრობლემაზე ფიქრს, ყოველდღიურად, თქვენი დროის ერთი საათს ან მეტს უთმობთ; საკითხი (პრობლემა/გამოწვევა) იწვევს უხერხულობის განცდას და გარიყულობას საზოგადოებისაგან; პრობლემამ გამოიწვია თქვენი ცხოვრების ხარისხის დაქვეითება; უარყოფით ზეგავლენას ახდენს […]

ჩვენი კონტროლის ზონა

ხშირად გრძნობთ გადაღლას, გამოფიტვას, იმედგაცრუებას? იმედგაცრუების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს სურვილების, მიზნების არასწორი ფორმულირება და კონტროლის ზონის მიღმა მოძრაობის სურვილი. ეს კი ხშირად იმედგაცრუებას გარდა იწვევს საკუთარი თავის რწმენის დაკარგვას, გაღიზიანებას, წყენას, ბრაზს და ზოგჯერ სამყაროს/გარემოს მტრულად აღქმას. ამიტომ, მოდით ჩამოვაყალიბოთ რა არის ჩვენი კონტროლის ზონაში: ჩვენი ოცნებები, მიზნები, სურვილები, ამოცანები; ჩვენი ფიქრები და წარმოდგენები; […]

სტრესის სიმპტომები

სტრესი თითოეულ ჩვენგანზე ახდენს გავლენას. ის წარმოადგენს რეაქციას გარე გამღიზიანებელზე, ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სტრესი არის ისეთი მოცემულობა, რომლის მიმართაც ჩვენი ავტომატიზებული რეაქციები, ქმედებები აღარ მუშაობს, საჭიროა ახალი ქცევითი მოდელი რათა დავძლიოთ ის. ნებისმიერი სიახლე ცხოვრებაში სტრესული ხასიათისაა, რადგან მოითხოვს ახალი უნარის გამომუშავებას, რასაც მეტი ენერგია სჭირდება, ვიდრე ავტომატიზებულ რეაქციას. სტრესული ვითარება ყოველთვის ნეგატიური […]