სანამ შენ დუმხარ, TikTok შენს შვილს ესაუბრება

ღამის ბნელ დერეფანში ნახევრად ღია ბავშვის ოთახის კარიდან გამოდის ლურჯი ეკრანის შუქი, რაც ციფრული სამყაროსა და მშობლის სიჩუმის სიმბოლოა.

ერთმა დედამ ცოტა ხნის წინ ჩემს კაბინეტში მითხრა: „ამ თემებზე შვილთან ვერ ვსაუბრობ“. როცა ვკითხე, რას გულისხმობდა, მიპასუხა: “ სექსზე, სხეულზე, ურთიერთობებზე… ამ ყველაფერზე”. და ეს სიტყვა — „ვერ“ — ისე ჩვეულებრივად, ისე აბსოლუტურად მშვიდი ტონით თქვა, თითქოს ამინდის პროგნოზს ან ხვალინდელი სადილის მენიუს განიხილავდა. ყველაზე მეტად იმან შემაშინა, რომ ეს „ვერ“ პრობლემად საერთოდ აღარ […]