როგორ ავირჩიოთ კარგი ფსიქოლოგი?

ოდესაც ადამიანი პირველად იწყებს ფსიქოლოგის ძებნას, ხშირად ერთი და იგივე ფრაზას წერს: „კარგი ფსიქოლოგი თბილისში“. რამდენიმე წუთში ეკრანზე ათობით სპეციალისტი ჩნდება. ყველას აქვს განათლება, ტრენინგები, გამოცდილება. ზოგს ათასობით გამომწერი ჰყავს, ზოგს — ძალიან ლამაზი სოციალური ქსელები, ზოგს — უამრავი რეკომენდაცია. და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ხშირად უპასუხოდ რჩება: როგორ გავიგო, რომ სწორედ ეს ადამიანია ჩემთვის? […]
რა არის ფსიქოსინთეზი?

ერთხელ ერთმა კლიენტმა მითხრა: — „ზოგჯერ მგონია, რომ ჩემში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს.“ ერთი ნაწილი დილით სამსახურში მიდის. მეორე უკვე დაღლილია. მესამე ყველაფრის მიტოვებაზე ფიქრობს. მეოთხე კი გამუდმებით მეუბნება: — „ისევ ვერ გამოგივა.“ ალბათ ბევრ ადამიანს გამოუცდია მსგავსი განცდა. ერთი რამე გინდა, აკეთებ მეორეს. გიყვარს ადამიანი, მაგრამ მასთან ყოფნა გიჭირს. გინდა დაისვენო, მაგრამ თავს უფლებას არ […]