ბავშვი და აგრესია: რატომ ირჩევს მოზარდი ძალადობას, როგორ ამოვიცნოთ სიგნალები და რა შეგვიძლია გავაკეთოთ?

როდესაც მედიაში ან სოციალურ ქსელებში მოზარდთა შორის ძალადობის მორიგ ამბავს ვხედავთ, საზოგადოების პირველი რეაქცია ხშირად გაბრაზება, შიში ან დამნაშავის ძებნაა. მე კი, როგორც ფსიქოლოგი, ჩემს პრაქტიკაში ყოველდღიურად ვრწმუნდები ერთ მარტივ სიმართლეში: არცერთი ბავშვი არ იბადება მოძალადედ. აგრესიული ქცევა, ფიზიკური თუ ვერბალური ძალადობა არ არის ბავშვის “ცუდი ხასიათი”. ეს არის დახმარების ყვირილი. სიგნალი იმისა, რომ მოზარდი […]
სანამ შენ დუმხარ, TikTok შენს შვილს ესაუბრება

ერთმა დედამ ცოტა ხნის წინ ჩემს კაბინეტში მითხრა: „ამ თემებზე შვილთან ვერ ვსაუბრობ“. როცა ვკითხე, რას გულისხმობდა, მიპასუხა: “ სექსზე, სხეულზე, ურთიერთობებზე… ამ ყველაფერზე”. და ეს სიტყვა — „ვერ“ — ისე ჩვეულებრივად, ისე აბსოლუტურად მშვიდი ტონით თქვა, თითქოს ამინდის პროგნოზს ან ხვალინდელი სადილის მენიუს განიხილავდა. ყველაზე მეტად იმან შემაშინა, რომ ეს „ვერ“ პრობლემად საერთოდ აღარ […]
როგორ ავირჩიოთ კარგი ფსიქოლოგი?

ოდესაც ადამიანი პირველად იწყებს ფსიქოლოგის ძებნას, ხშირად ერთი და იგივე ფრაზას წერს: „კარგი ფსიქოლოგი თბილისში“. რამდენიმე წუთში ეკრანზე ათობით სპეციალისტი ჩნდება. ყველას აქვს განათლება, ტრენინგები, გამოცდილება. ზოგს ათასობით გამომწერი ჰყავს, ზოგს — ძალიან ლამაზი სოციალური ქსელები, ზოგს — უამრავი რეკომენდაცია. და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ხშირად უპასუხოდ რჩება: როგორ გავიგო, რომ სწორედ ეს ადამიანია ჩემთვის? […]
რა არის ფსიქოსინთეზი?

ერთხელ ერთმა კლიენტმა მითხრა: — „ზოგჯერ მგონია, რომ ჩემში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს.“ ერთი ნაწილი დილით სამსახურში მიდის. მეორე უკვე დაღლილია. მესამე ყველაფრის მიტოვებაზე ფიქრობს. მეოთხე კი გამუდმებით მეუბნება: — „ისევ ვერ გამოგივა.“ ალბათ ბევრ ადამიანს გამოუცდია მსგავსი განცდა. ერთი რამე გინდა, აკეთებ მეორეს. გიყვარს ადამიანი, მაგრამ მასთან ყოფნა გიჭირს. გინდა დაისვენო, მაგრამ თავს უფლებას არ […]